ბავშვისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვა რომ სასარგებლოა, ამაზე ალბათ არავინ დავობს. ამ აქტივობის ზოგიერთი სარგებელი თვალშისაცემია. ის მშობელს აძლებს საშუალებას. გააცნოს შვილს ის წიგნი, რომლის დამოუკიდებლად წასაკითხადაც პატარა ჯერ მზად არ არის, უმჯობესდება მოზარდის აღქმის უნარი, ბავშვს უვითარდება შემეცნებითი აზროვნება.

მაგრამ გარდა ამისა არსებობს სხვა სარგებელიც, რომელიც თქვენ მიერ ხმამაღლა წაკითხულმა წიგნმა შეიძლება მოუტანოს თქვენს პატარას.

როგორც ახალი კვლევა აჩვენებს.ბავშვისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვა გავლენას ახდენს მის ჩვევებზეც.

მკვლევარები 675 ბავშვს აკვირდებოდნენ. კვლევის მონაწილეები დაყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფის წარმომადგენელ ბავშვებს უკითხავდენენ წიგნებს, ხოლო შემდეგ მათ რეაქციას აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ 3 წლის ბავშვები, რომლებსაც წიგნს უკითხავდნენ, ავლენდნენ ნაკლებ აგრესიას და ჰიპერაქტიურობას, ვიდრე ამავე ასაკის ბავშვები მეორე ჯგუფიდან, რომლებსაც წიგნს არ უკითხავდნენ.

მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ კვლევის დასრულების შემდეგაც ბავშვები ამ ტენდენციას შეინარჩუნებდნენ. 18 თვის შემდეგ ისინი კვლავ ეწვივნენ ბავშვებს და დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებსაც წიგნს უკითხავდნენ, ნაკლებად ჰქონდათ ყოფა-ქცევის თალსაზრისით პრობლემები და უფრო მეტად ავლენდნენ კონცენტრაციას სხვადასხვა საკითხებისადმი.

პატარასთვის წიგნის წაკითხვით მხოლოდ იმ სამყაროს კი არ აჩვენებთ, რომელიც წიგნშია აღწერილი, არამედ ის გაძლევთ საშუალებას, რომ ბავშვს დაეხმაროთ სოციალური ინტერაქციის განვითარებაში.

ასევე, ყოველივე ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ განვითარებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მას უკეთ შეუძლია ემოციების კონტროლი.

თანამედროვე ცხოვრება დატვირთულ სამუშაო რეჟიმთან, სტრესთან და გადაღლილობასთანაა დაკავშირებული და უმეტეს შემთხევვაში ,მშობლებს აღარ რჩებათ დრო იმისთვის, რომ ბავშვებს რაიმე წაუკითხონ და ეს გასაგებიცაა, მაგრამ პედეატრები ამბობენ, რომ მოზარდისთვის წიგნის წაკითხვას უმიშვნელოვანესი როლი აქვს მისი განვითარების საქმეში, რის გამოც აუცილებლად უნდა გამონახოთ თუნდაც 10 წუთი ყოველ დღე და თქვენს პატარას წაუკითხოთ რაიმე წიგნი.