LIFE

„ყველა ჩემზე უკეთ ისვენებს“ - როგორ დაძლიოთ ზაფხულის ხელიდან გაშვების შიში

„ყველა ჩემზე უკეთ ისვენებს“ - როგორ დაძლიოთ ზაფხულის ხელიდან გაშვების შიში

ზაფხული საოცარი შეხვედრების, მოგზაურობებისა და დასვენების დროა. ხშირად, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, კაფეების ვიტრინებში ვხედავთ ბედნიერი ადამიანების სახეებს, ამ დროს ეს აზრი გვიტევს: „ყველა ბედნიერად ისვნებს, ჩემს გარდა“ - როდესაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების შიში ჩნდება, უმჯობესია იფიქროთ არა იმაზე, თუ რა შეხვედრებსა და ღონისძიებებს გამოტოვებთ, არამედ იმაზე, თუ როგორ არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრება.

ეს სამი მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა საშუალებას მოგცემთ, ყურადღება საკუთარ თავზე გაამახვილოთ და არა გარშემომყოფებზე.

გაისეირნეთ ბუნებაში

იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ რაღაცის ხელიდან გაშვების შიშს, შაბათ-კვირას ბუნებაში გადით. ზაფხული არა მხოლოდ შეხვედრებისა და წვეულებების დროა, არამედ ყვავილების კაშკაშა სურნელი, ზღვის მოციმციმე ელვარება, ულამაზესი მზის ჩასვლა და ამოსვლა.
ზაფხულში მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა. კვლევები ადასტურებს, რომ სუფთა ჰაერზე ხანმოკლე ყოფნაც კი ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს განწყობას.

უარი თქვით აქტიურ დასვენებაზე

ბევრ ადამიანს უყვარს შვებულების აქტიურად გატარება: მარათონებზე სირბილი, ველოსიპედით სიარული, მთაში ასვლა, ტყეში სეირნობა. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო და შესანიშნავია, მაგრამ შინაგანად დასამშვიდებლად და რბოლიდან გამოსასვლელად, ადამიანს სიჩუმე სჭირდება; დიახ - სირბილისა და მოძრაობის გარეშე, აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში.



თანამედროვეობა მოითხოვს, მუდმივად აქტიური ვიყოთ: სამსახურში, სახლში, შვებულებაში. ბევრს არ აქვს დრო, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეს შვებულების დროსაც კი.
გაჩერდით, დაფიქრდით თქვენს გეგმებზე. იმაზე, რაც უკვე გაკეთებულია და იმაზეც, რაც გასაკეთებელია. დეტოქსიკაციის შემდეგ, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებისა და სხვა ადამიანების ინტერესების შესახებ ფიქრები გაქრება და გაჩნდება იმის გაგება, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი თქვენთვის.

ისწრაფეთ მომავლისკენ

დასვენების შემდეგ ყოველთვის ჩნდება ძლიერი ძალები, შესანიშნავი იდეები და მოულოდნელი პერსპექტივები.
ბუნებაში გატარებულ მშვიდ წუთებს ბრწყინვალე იდეები, აზრები და ხედვები მოაქვს, რაც მომავალში საშუალებას მოგცემთ, იყოთ აღიარებული და მოთხოვნადი არა მხოლოდ პროფესიულ გარემოში, არამედ მეგობრულ კომპანიებშიც, დაფიქრდით ამაზე - მთავარია, ფიქრის დროს თქვენი ინტერნეტ გაჯეტები გამორთული იყოს.

მიეცით საკუთარ თავს საშუალება, ერთი ან ორი დღის განმავლობაში იყოთ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. გამორთეთ ტელეფონი და თქვით: „მე ვისვენებ, მთელი მსოფლიო დამელოდოს“. თუ ამას გააკეთებთ, გაგიკვირდებათ, რამდენად მშვენიერია ცხოვრება და მისი ყოველი წამი. მიხვდებით, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ფიქრები იმაზე, თუ ვის რა საზაფხულო გეგმები აქვს, თქვენთვის უსარგებლო ხმაურად გადაიქცევა.