
Wizz Air, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, დღეს ოფიციალურად წარადგენს ბრენდის ახალ სლოგანს – “Let’s WIZZ”.
ამ ნაბიჯით იწყება Wizz Air-ის ბრენდის ახალი ეტაპი, რომელიც ემშვიდობება ტრადიციული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სტერეოტიპებს და ხელს უწყობს თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული და ხელმისაწვდომი სამოგზაურო გამოცდილების შექმნას. სლოგანის წარდგენის მიზანია, ხაზი გაესვას კომპანიის მუდმივ სურვილს, ძირეულად შეცვალოს ფრენის გამოცდილება ფასის, ხარისხისა და მომსახურების გაუმჯობესებით.
2004 წელს განხორციელებული პირველი რეისის შემდეგ, Wizz Air-მა რადიკალურად შეცვალა ავიამოგზაურობა - ელიტური გამოცდილება იქცა რეალურ და ყოველდღიურ შესაძლებლობად. სლოგანი “Let’s WIZZ” ეხმიანება ამ გზას განახლებული დაპირებით: შემოგთავაზოთ კომფორტული და ხელმისაწვდომი ფრენის ვარიანტები, იქნება ეს ოჯახური დასვენება, უეცრად დაგეგმილი შვებულება თუ სოლო თავგადასავალი.
“Let’s WIZZ” მხოლოდ სლოგანი არ არის, ის დაფუძნებულია Wizz Air-ის მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიაზე, Customer First Compass–ზე. ახალი სლოგანი დაინერგება კომპანიის შიდა საქმიანობაშიც, თანამშრომელთა ღირებულებებისა და ქცევის განახლებული მოდელით.
“Let’s WIZZ”-ის წარდგენა ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიით მოხდება – აეროპორტებში დაგეგმილი აქტივობებით, ციფრული თუ გარე რეკლამებით, ასევე ექსკლუზიური შეთავაზებებით Wizz Air-ის მგზავრებისთვის ავიაკომპანიის 800-ზე მეტი მიმართულებით.
სილვია მოსკერა, Wizz Air-ის კომერციის ოფიცერი: “Wizz Air-მა საფუძვლიანად შეცვალა ფრენის აღქმა მილიონობით ადამიანისთვის – ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ფრენა მხოლოდ A-დან B წერტილამდე გადაადგილება არ არის, ეს არის მრავალფეროვანი გამოცდილება. “Let’s WIZZ” გადმოსცემს ამ განცდას – სპონტანურობას, თავისუფლებასა და თავგადასავალს. ეს წარმოადგენს Wizz Air-ის ბრენდის განვითარების გზას და მორიგ ნაბიჯს მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის განმტკიცებაში. წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება – Let’s WIZZ!”
Let’s WIZZ ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://youtu.be/mu3_W1_xSeY
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 237 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია