მშობლები

როგორ ვუთხრათ ნაშვილებ ბავშვს სიმართლე ?

როგორ ვუთხრათ ნაშვილებ ბავშვს სიმართლე ?

ბავშვებს, რომლებსაც დედა არასოდეს უნახავთ, რომლებიც დაბადებიდან მიატოვეს და ოჯახის მზრუნველობა მოაკლეს, ძალიან უნდათ, ისეთ ოჯახებში იცხოვრონ, მათზე ისევე ზრუნავდნენ და ისეთი ბავშვობა გაატარონ, როგორ ოჯახშიც ჩვენ გავიზარდეთ, როგორი ბავშვობაც ჩვენ გამოვიარეთ და როგორც ჩვენზე ზრუნავდნენ ჩვენი მშობლები.

„იყავი დედაჩემი, მინდა შენი შვილი გავხდე“, – თავშესაფარში მცხოვრები ძალიან ბევრი ბავშვისგან გაიგონებთ მსგავს ფრაზას.

თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როცა ოჯახმა ახალშობილი იშვილა და უკვე მოზრდილს არაფერი უთხრა ამის შესახებ. მშობლებს ხშირად ეშინიათ ამ საკითხზე შვილების რეაქციის, ხშირად თავადაც გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს და არასოდეს საუბრობენ ამაზე, თუმცა მუდამ აქვთ შიში იმისა, რომ შვილები დამოუკიდებლად, სხვისგან გაიგებენ სიმართლეს. არაფერია ცუდი იმაში, რომ კეთილ ნებას იჩენ და ბავშვს, რომელიც სასურველი არ იყო, რომელიც მიატოვეს და რომელსაც შესაძლოა, არასოდეს ჰქონოდა სრულფასოვანი ცხოვრება, მიუძღვნა შენი წილი სიცოცხლე და მისცე ყველაფერი, შენი სიყვარულის ჩათვლით.

არსებობს თუ არა საუკეთესო დრო შვილებისთვის იმის სათქმელად, რომ ისინი ნაშვილები არიან? ეს კითხვა პირველად საიტ Quora.com-ზე გამოჩნდა – ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შექმნილ ქსელზე, სადაც ადამიანების მიერ დასმულ კითხვებს უნიკალური ცოდნის მქონე ადამიანები პასუხობენ.

ერთ-ერთი პასუხის ავტორი, ჰანვი თაკარი წერს, რომ თავადაც ნაშვილებია და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მშობელმა ბავშვს რაც შეიძლება ადრე უნდა უთხრას.

როგორ ვუთხრათ ნაშვილებ ბავშვს სიმართლე ?

მშობლების უმრავლესობა წერს, რომ უმჯობესია, 10 წლამდე ასაკის ბავშვმა უკვე იცოდეს, რომ არ ხართ მათი ბიოლოგიური მშობელი. საუკეთესო ასაკი კი ბავშვის გონებრივი შესაძლებლობებიდან და უნარებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს. უმრავლესობა მაინც 5 წლის ასაკს ასახელებს. მათი თქმით, ამ საკითხზე ბავშვთან საუბრისას საჭიროა გონივრულად საუბარი და უმჯობესია, საუბრისას თქვენი ტონი არც მკაცრი იყოს და არც ჩვეულებრივი.

როგორც ირკვევა, რეალობის მიღებაში ბავშვებს სწორედ ასაკი ეხმარებათ და განაპირობებს იმას, რომ ისინი ამისგან დრამას არ ქმნიან და მედიასაშუალებებს არ მიმართავენ ბიოლოგიური მშობლების პოვნის მიზნით. ქართულ რეალობაში მსგავსი შემთხვევის არაერთი მაგალითი არსებობს.

მცირეწლოვნებს არ შეუძლიათ საკითხის სერიოზულად აღქმა. თუმცა, რა თქმა უნდა, აქვთ კითხვები, რომლებზეც მშობლებს სწორად შერჩეული პასუხები უნდა ჰქონდეთ. საბოლოოდ, ყველა ბავშვი აღწევს ასაკს, როცა საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული კითხვები უჩნდება და ეს შემთხვევები განსაკუთრებით მძიმე ფორმებს იღებს მაშინ, როცა ბავშვი ნაშვილებია. მათ ნამდვილად ეწყებათ კრიზისი, ისინი გამუდმებით ეკითხებიან საკუთარ თავს, სჭირდებათ თუ არ სჭირდებათ ამ საკითხის ირგვლივ დიდი ხმაურის გამოწვევა.

როგორ ვუთხრათ ნაშვილებ ბავშვს სიმართლე ?

ეს მდგომარეობა საკმაოდ ნორმალურია და, როგორც წესი, ბავშვები და მოზარდები ისე რეაგირებენ, როგორც თავად აღიქვამენ ამ ფაქტს. მათი აღქმა კი თითქმის ყველა შემთხვევაში სხვადასხვანაირი და ინდივიდუალურია.

ჰანვი თაკარი, ასევე, წერს, რომ მას კარგად ახსოვს, როგორ აღიზიანებდა ყველაფერი, რაც შვილად აყვანას ეხებოდა. ფილმები, ანიმაციური ფილმები, წიგნებში ამოკითხული ეპიზოდები, თუმცა, მისი თქმით, საბოლოოდ მან მიიღო ეს რეალობა.

სხვები წერენ, რომ შვილებს ამ ფაქტზე ხშირად უნდა ესაუბროთ. ყველა წვრილმანი მოუყვეთ და ისე შეფუთოთ ეს ამბავი, როგორც პოზიტიური ფაქტი, როგორც მისი მეორედ დაბადება. ამ მოსაზრებას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. მათი თქმით, შესაძლოა, პირადად მათ სირცხვილის გრძნობა არ აწუხებდეთ იმის გამო, რომ ნაშვილები არიან, თუმცა ამის უსასრულოდ გამეორება და მოსმენა არ სურთ.

მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ თქვენი შვილის მდგომარეობა, მისი ემოციური ფონი, მისი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, ხშირად ისაუბროთ თუ არა მასთან ამ თემაზე. შესაძლოა, მათ მხოლოდ ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებთან სურდეთ ამ საკითხის განხილვა და არა სხვა ადამიანებთან.

როგორ ვუთხრათ ნაშვილებ ბავშვს სიმართლე ?

აუცილებლად გაჩნდება პრობლემები. თინეიჯერობის პერიოდი, ემოციური თვალსაზრისით, მათთვის განსაკუთრებით მძიმეა. ისინი თავს უხერხულად იგრძნობენ, როცა ნათესავებისა და ახლობლების დიდ შეკრებაზე აღმოჩნდებიან. უხერხულობას შეუქმნით ის გარემოებაც, როცა ვინმე, გაუცნობიერებლად, ამ თემაზე იხუმრებს. შესაძლოა, მათ დაუცველობისა და მიტოვებულობის შიშიც ჩამოუყალიბდეთ.

გულახდილობისა და იდეის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სწორად და ფრთხილად უთხრათ შვილებს იმის შესახებ, რისი ცოდნის უფლებაც აქვთ. თუმცა უნდა ეცადოთ, ეს ფაქტი მათი ცხოვრებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების ცენტრალური მოვლენა არ გახდეს. სასურველია, იცოდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც განაპირობა, ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის.

როგორ ვუთხრათ ნაშვილებ ბავშვს სიმართლე ?



წყარო:&nbsp;<a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2FmbUTpg-when-is-the-best-time-to-tell-your-kids/f-bac7950660%2Fhuffingtonpost.com" target="_blank">flipboard.com</a>