ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთანავე, ყველაზე ცოტა, რაც კი ადამიანს გააჩნია, არის დრო. სწორედ დროა ის, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, თუმცა, არასოდეს გვყოფნის. მუდმივად გვირჩევენ, რომ ის ოპტიმალურად გამოვიყენოთ და არც ერთი წამი უქმედ არ დავკარგოთ. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ დროის რაციონალურად ხარჯვა ერთ-ერთი ურთულესი საქმეა.
შეუძლებლად გვეჩვენება, ერთდროულად გავწვდეთ ყველაფერს – ოცნებებიც ავიხდინოთ, ვიმუშაოთ კიდეც, ოჯახსა და შვილებს ყურადღება არ მოვაკლოთ, კონკურენტუნარიანებიც ვიყოთ და პასუხისმგებლიანებიც. ყველაზე ხშირად კი იმას ვნანობთ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, ვერ მოვასწარით, არ გავრისკეთ და ოცნება არ ავიხდინეთ.
ჩვენ ვემხრობით იდეას, რომ ყველაფერი ვცადოთ ცხოვრებაში ჩვენს ხელთ არსებული დროის განსაკუთრებით საინტერესოდ გასატარებლად, რადგან, როცა წლები გავა და გაცილებით ნაკლები დრო გვექნება, ვიდრე ახლა გვაქვს, არ ვინანოთ, რომ:
20. ვყვებოდით სიბრაზეს
ადამიანები განსაკუთრებით მათზე ბრაზობენ, ვინც უყვართ. მაგრამ რა აზრი აქვს ცხოვრების გატარებას მუდმივ სიბრაზეში?
19. არ ვასრულებდით მეგობრობას
ადამიანები იზრდებიან და ნაცვლად იმისა, რომ ცვლილებებზე ისაუბრონ, საუბრობენ წარსულზე, რაც გამუდმებით მწუხარებასა და სევდას იწვევს.
18. არ ვატარებდით დროს ძვირფას ადამიანებთან
დრო, რომელსაც ძვირფას ადამიანებთან ვატარებთ, ხანმოკლეა და არასოდეს არის საკმარისი. ამიტომაც, დაითვალეთ ის.
17. არასაჭირო დრამებს ვდგამდით
ვის რაში სჭირდება ზედმეტი დრამა?
16. ძალიან ბევრს ვწუხდით
როგორც ტომ პეტი მღერის: „უმრავლესობა საკითხებისა, რაზეც ვწუხვარ, მაინც არასოდეს მოხდება“.
15. არასოდეს ვრისკავდით
იმის ცოდნა, რომ ერთხელ მაინც ირწმუნეთ საკუთარი თავის და გარისკეთ, არ აქვს მნიშვნელობა, გაამართლა თუ არა თქვენმა გაბედულმა ნაბიჯმა, მაინც ყველაზე მეტად კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით.
14. ვმუშაობდით ძალიან ბევრს
ჯერ არ არსებულა ადამიანი, რომელსაც სიკვდილის წინ ოფისსა და სამსახურში გატარებული დრო ენატრა. ადამიანების სინანულს, ძირითადად, ის იწვევს, რომ მათ სათანადო დრო და ყურადღება ვერ დაუთმეს ოჯახს, მეგობრებსა და საყვარელ საქმიანობას.
13. სხვების ინტერესებს ვუჭერდით მხარს, ჩვენი ინტერესების ხარჯზე
სხვათა მხარდაჭერა ძალიან კარგი თვისებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვებისას შესწირო საკუთარი საჭიროებები და აუცილებლობები.
12. ვიყავით ძალიან ეგოცენტრულები
ალბათ, ამას ყველაზე ხშირად ნანობენ ადამიანები, რადგან ეს განაპირობებს მათი შეცდომების უმრავლესობას.
11. გვეშინოდა, გვეთქვა: „მე შენ მიყვარხარ“
როცა ადამიანს ასაკი ემატება, არასოდეს ღელავს იმაზე, უპასუხეს თუ არა მას გრძნობაზე გრძნობით. მათ სინანულს, ძირითადად, ის იწვევს, რომ თავად ვერ გამოხატეს თავიანთი გრძნობები.
10. ვერ ვაცნობიერებდით საკუთარ მშვენიერებას
ძალიან ბევრი ადამიანი თავის თავს ლამაზად არ აღიქვამს მაშინ, როცა რეალურად ყველაზე კარგი ასაკი აქვს და ყველაზე ლამაზად გამოიყურება.
9. არ ვისწავლეთ სკოლაში კარგად
ხშირად სკოლის განათლება განსაზღვრავს იმას, სად ამოყოფთ თავს მომავალში. საბოლოოდ მიხვდებით, რომ საჭირო იყო მეტი გეშრომათ, მეტი გესწავლათ და მეტი ყურადღება გაგემახვილებინათ კონკრეტულ საკითხებზე სკოლაში.
8. დავთანხმდით საშინელ სამუშაოს
გასაგებია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადასახადები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლით. მაგრამ მხოლოდ გადასახადებისა და საჭირო შემოსავლის გამო თუ არასოდეს გიფიქრიათ ცვლილებაზე, ერთ დღესაც, აუცილებლად გაიღვიძებთ და მიხვდებით, რომ 40-მა წელმა გაიარა და ჯოჯოხეთში იცხოვრეთ.
7. საკუთარ როლს საკუთარი სქესით განვსაზღვრავდით
ცოტა რამ არის იმაზე სევდიანი, ვიდრე სიტყვები, რომლებსაც მოხუცებისგან ვისმენთ: „სხვა გზა არ გვქონდა, ჩვენს დროს ასე არ შეიძლებოდა“.
6. გვქონდა მოქმედების შიში
უკან მოხედვისას აუცილებლად იკითხავთ: „რატომ ან რისი მეშინოდა ასე ძალიან?“
5. შანსი გავუშვით, დავსწრებოდით საყვარელი მუსიკოსის კონცერტს
ადამიანებში ყველაზე დიდ სინანულს იწვევს ის, რომ თავიანთი საყვარელი მუსიკოსისა და ჯგუფის კონცერტზე დასწრება ვერ მოახერხეს, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად შეძლებდნენ. შემდეგი ჯერი კი ვერ დადგა, რადგან ჯგუფი დაიშალა, მუსიკოსი დაიღუპა, ან, უბრალოდ, წლები ძალიან მალე გავიდა.
4. არ ვიცავდით თავს მზისგან დამცავი საშუალებებით
ნაოჭების, გადიდებული ფორების, ხალებისა და კანის უამრავი დაავადების, მათ შორის კანის კიბოს რისკის, თავიდან აცილება მზისგან დამცავი საშუალებებით შეიძლება.
3. არაფრისმომტან ურთიერთობებში დროს ვკარგავდით
არავინ ასრულებს არაფრისმომტან ურთიერთობებს უკან მოუხედავად და საკუთარი სურვილის გარეშე. ასეთი ურთიერთობების დასრულება ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯით წინ ხართ.
2. არ ვისწავლეთ მეტი უცხო ენა
შესაძლოა, ძალიან გაბრაზდე საკუთარ თავზე, როცა გაგახსენდება, რომ სკოლაში სამ უცხო ენას სწავლობდი და მათგან არც ერთი არ გახსოვს. არ გახსოვს იმიტომ, რომ არც კი გიფიქრია, სწავლის დამთავრების მიუხედავად, ამ ცოდნის შენარჩუნებაზე გემუშავა.
1. არ ვიმოგზაურეთ, როცა შანსი გვქონდა
როცა ადამიანს ასაკი ემატება, მისთვის მოგზაურობა გაცილებით რთული და სარისკო ხდება. მით უმეტეს, თუ ოჯახი ჰყავს. დიდ ასაკში მოგზაურობა დაკავშირებულია როგორც ხარჯებთან, ასევე პასუხისმგებლობასთან.
თემები: ასაკი, ხანდაზმული, სინანული
წყარო: <a href="http://lessonslearnedinlife.com/those-top-37-things-youll-regret-when-youre-old/" target="_blank">lessonslearnedinlife.com</a>