მწერალმა და მრავალშვილიანმა მამამ მაიკ ბერიმ საკუთარ ბლოგში სწორედ იმაზე ისაუბრა თუ რატომ არის მისთვის ცოლი შვილებზე უფრო მნიშვნელოვანი, და რატომ უნდა გახდეს ეს წესი ყველა ოჯახისთვის
1. მყარი ურთიერთობა - ეს ოჯახის ფუძეა
ბავშვები - ფუძის ნაწილია და ყველაფერი დანარჩენის დიდი ნაწილი, მაგრამ მათ მხრებზე არ გადადის მთელი ეს ქაოტური სტრუქტურა, რომელსაც ოჯახი ეწოდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ცოლი, ქმარი, პარტნიორი. სწორედ თქვენს მხრებზეა პასუხისმგებლობა. შვილები კი, თქვენი მაგალითის მიხედვით ირჩევენ საკუთარ გზას.
2. თავიდან გაჩნდა წყვილი, შემდეგ კი ბავშვები
სანამ ბავშვები გაჩნდებოდნენ, ჩვენ ორნი ვიყავით. ჯერ ერთმანეთი შეგვიყვარდა, შემდეგ ერთად ვაცდენდით ლექციებს, დილამდე ვსაუბრობდით ტელეფონზე, და როგორც იქნა გადავწყვიტეთ ერთმანეთთან სამუდამოდ დავრჩენილიყავით. შემდეგ გაჩნდნენ ჩვენი მშვენიერი ბავშვები. რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ისინი სიხარულით ავსებენ ჩვენ ცხოვრებას. მაგრამ ჩვენი კავშირი წმინდაა და ჩვენ მთელი ძალებით უნდა დავიცვათ ეს სიწმინდე.
3. ბავშვები გაიზრდებიან, და ჩვენ ისევ ორნი დავრჩებით
დადგება მომენტი, როცა შვილები გაიზრდებიან და დატოვებენ მშობლიურ ბუდეს. არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ პირადად მე არ მაქვს სახლში ადგილი 30 წლის „ბავშვისთვის“. როცა ყველა დაოჯახდება და საკუთარ შვილებს გაზრდიან, მინდა, რომ ჩემი და ცოლის ურთიერთობები ისეთივე მყარი დარჩეს, როგორიც თავიდან იყო. და იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ასეთი მომავალი ახლა უნდა ვიმუშაოთ ურთიერთობზე. სწორედ ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ისეთი ადვილი არ არის, როგორც ჩანს.
4. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შვილებს ღირსეული მაგალითი
როგორც უკვე ვთქვი, შვილები გვიყურებენ და იღებენ მაგალითს. ხშირად ვამბობ: „დიდები უნდა აღზარდო, და არა ბავშვები“. მე ვისურვებდი, რომ ჩემი შვილები გაიზარდონ ნორმალური ჯანმრთელი დამოკიდებულებით პაემნების, შეყვარებულობისა და ოჯახის მიმართ. მინდა, რომ ჩვენი ქორწინება გახდეს მათთვის ჰარმონიული ურთიერთობების მაგალითი. ამიტომ ცოლი ჩემთვის პირველ ადგილზეა, შვილები კი - მეორეზე. ძალიან ახლოს პირველთან, მაგრამ მაინც მეორეზე.
დღის ბოლოს ყველანი დაღლილები და დაძაბულები ვართ. და დიახ, თქვენს შვილებს ძალიან სჭირდებით, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. არა მეგობრები, არა სამსახური, არა ჰობი, თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე. მაგრამ პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარ ქორწინებაზე. როცა შვილები ხედავენ, როგორ უყვართ მშობლებს ერთმანეთი, ისინი იძენენ რწმენას, რომ ისინიც უყვართ. მაგრამ რაც მთავარია - ისინი დარწმუნებულები იქნებიან საკუთარ თავშიც, და იმაშიც, რაც მათ გარშემო ხდება.
თემები: მშობლები, ოჯახი, მშობლები და შვილები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია