სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე დაქორწინება ბევრი ქალისთვის საოცნებოა. ეს ქალები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. მათი ჩაცმის სტილი კი, დანარჩენი ქალების სტილზე ყოველთვის ახდენს გავლენას.
ვნახოთ, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებზე დაქორწინებული მოდური ქალები:
1. მერი ელის ჰეინი - ის მონაკოს პრინცზე, ალბერტ პირველზე, 1889 წელს დაქორწინდა.
2. ოდრი ემერი - ის 1926 წელს რუსეთის ჰერცოგზე, დიმიტრი პავლოვიჩზე დაქორწინდა.
3. ელინ მაკფარლანდი - 1931 წელს ლიხტენშტეინის პრინცზე, ჯონანზე დაქორწინდა.
4. უოლის სიმპსონი - 1937 წელს დაქორწინდა უინძორის ჰერცოგზე, პრინც ედვარდზე.
5. რიტა ჰეიუორთი - პრინც ალი ხანზე 1949 წელს დაქორწინდა.
6. სორაია ესფანდიერი - 1951 წელს შაჰ მოჰამედ რეზა ფაჰიავიზე დაქორწინდა.
7. გრეის კელი - 1956 წელს დაქორწინდა მონაკოს პრინცზე, რანიერ მესამეზე.
8. ქეროლაინ ლი ბოვიერი - 1959 წელ პოლონელ პრინცს, სტანისლავ ალბრეხს რადზივილს გაჰყვა ცოლად.
9. მიჩიკო შოდა - 1959 წელს იაპონიის იმპერატორს, აკიჰიტოს გაჰყვა ცოლად.
10. სონია ჰარალდსენი - 1968 წელს ნორვეგიის პრინც ჰერალდზე დაქორწინდა.
11. სილვია რენატ სომერლეი - 1976 წელს შვედეთის პრინც კარლ გუსტავზე დაქორწინდა.
12. ლისა ჰალაბი - 1978 წელს იორდანიის მეფეს, ჰუსეინს გაჰყვა ცოლად.
13. დაიანა სპენსერი - უელსის პრინც ჩარლზზე 1981 წელს დაქორწინდა.
14. მასაკო ოვადა - იაპონიის პრინცს, ნარუჰიტოს, 1993 წელს გაჰყვა ცოლად.
15. მარიე ჩანტალ მილერი - 1995 წელს საბერძნეთის პრინც პავლოსზე დაქორწინდა.
16. რანია ალ იასინი - 1999 წელს იორდანიის მეფე აბდულაზე დაქორწინდა.
17. ანნა კარაბო - 2000 წელს ის ლესოთოს მეფეს გაჰყვა ცოლად და დღეს ლესოთოს დედოფალია.
18. ლალა ბენანი - 2001 წელს ის მაროკოს მეფეს, მოჰამედ მეექვსეს გაჰყვა ცოლად.
19. მაქსიმა ზორეგიეტა - 2002 წელს ნიდარლანდების სამეფოს პრინც ალექსანდერზე დაქორწინდა.
20. მერი ელიზაბეტ დონალდსონი - 2004 წელს დანიის პრინცზე, ფრედერიკზე დაქორწინდა.
21. ლეტიცია ორტიზ როკასოლანო - 2004 წელს ესპანეთის მეფეს, ფელიპე მეექვსეს გაჰყვა ცოლად.
22. ტატიანა ბლატნიკი - 2010 წელს ის საბერძნეთის პრინცს, ნიკოლაოსს გაჰყვა ცოლად.
23. მეთე მარიტ ტესემ ჰოიბი - 2001 წელს ნორვეგიის პრინც ჰააკონზე დაქორწინდა.
24. შარლინ უიტსტოკი - 2011 წელს ის მონაკოს პრინცს, ალბერტ მეორეს გაჰყვა ცოლად.
25. ჯეთსუნ პემა - მას შემდეგ, რაც 2011 წელს ბჰუტანის მეფეზე, ჯიგმე ხესარ ნამგუელზე დაქორწინდა, ჯეთსუნი ბჰუტანის დედოფალი გახდა.
26. ქეით მიდლტონი - დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამზე ის 2011 წელს დაქორწინდა.
27. სოფია ჰელქვისტი - 2015 წელს შვედეთის პრინც კარლ ფილიპზე დაქორწინდა და ახლა ის შვედეთის პრინცესაა.
28. და ბოლოს, მეგან მარკლი - მეგანი მალე შეუერთდება დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს. პრინცი ჰარი და მისი საცოლე 19 მაისს იქორწინებენ.
თემები: პრინცესები, დედოფალი, სამეფო, პატარძალი
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>