ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ეჭვიანობის გამოცდილება ყველას აქვს. ამაში არაფერია გასაკვირი და აბსოლუტურად ბუნებრივი ემოციაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მართლაც რაიმე საგანგაშო ხდება.

ეჭვიანობა არ ახლავს თან მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობას, შესაძლოა ეჭვიანი მეგობარი გყავდეთ, ან სამსახურში გიწევდეთ ურთიერთობა ეჭვიან ადამიანთან, რომელიც ეჭვიანობს და ამავდროულად, თქვენი შურს.

ეჭვიანობას ფსიქოლოგები ასე განმარტავენ - ეს არის განცდა, გრძნობა, შიში იმისა, რომ ვინმეს, ან რაიმეს დაკარგავ.

ვნახოთ, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ვიღაც თქვენზე ეჭვიანობს და თქვენი შურს:

1. ყალბი ქება - ეჭვიანი ადამიანი ხშირად გეუბნებათ კომპლიმენტებს და თითქოს ამაში არაფერია პრობლემა, მაგრამ მაშინვე, როცა მის სიახლოვეს არ ხართ, ცდილობს, უკან აგედევნოთ. გამუდმებით თქვენ გვერდით იყოს. შესაძლოა, მას არ სურს კონფრონტაცია, დაპირისპირება და პირდაპირ არასოდეს გითხრათ, რომ ეჭვიანობს. ამის ნაცვლად ის შეეცდება ერთი წუთითაც არ მოგაშოროთ თვალი, მუდამ თქვენ გვერდით იყოს და უამრავი ყალბი კომპლიმენტი გითხრათ.

2. თქვენს წარმატებას არ აღიქვამს შესაბამისად და ცდილობს, რომ მას ერთგვარად ჩრდილი მიაყენოს - როცა წარმატებას მიაღწევთ და ამ დროს გვერდით ეჭვიანი ადამიანი გყავთ, ის შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს წარმატება არაფრად გამოჩნდეს. ის ყველაფერს გააკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენი წარმატება არაფერს ნიშნავს. როგორც წესი, წარმატებული ადამიანის გვერდით უამრავი ადამიანია, მას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება, ყოველივე კი თქვენს ეჭვიან პარტნიორს ძალიან აშინებს.

3. ტრაბახობს საკუთარი წარმატებით - როცა ის წარმატებას მიაღწევს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი წარმატების შესახებ მთელ სამყაროს გააგებინოს და ეს წარმატება გრანდიოზულად წარმოაჩინოს. ის შეეცდება, რომ თქვენთან ერთად აღნიშნოს ყოველივე და ამით ხაზი გაუსვას იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის.

4. ის გბაძავთ - ადამიანი, რომელიც თქვენზე ეჭვიანობს, უმეტეს შემთხვევაში, ცდილობს მოიქცეს ისე, როგორც თქვენ იქცევით, გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც თქვენ აკეთებთ. ის კავდება იგივე აქტივობებით, რომელიც თქვენ გიტაცებთ, ცდილობს ჩაიცვას თქვენსავით, ან ისე, როგორც თქვენ მოგეწონებათ, ცდილობს ისაუბროს იმ ლექსიკით, რომლითაც თქვენ საუბრობთ.

5. ისინი არიან კონკურენტულები - ფსიქოლოგი მელანი გრინბერგი განმარტავს, რომ ეჭვიან ადამიანებს აქვთ დაუცველობის განცდა და ნაკლებ თავდაჯერებულები არიან. ამიტომ, ცდილობენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცონ, რომ სხვებზე უკეთესები არიან. ყოველივეს გამო ეჭვიანი ადამიანები საოცრად კონკურენტუნარიანები არიან. კონკურენტუნარიანობა კარგია, მაგრამ როცა ეჭვიან ადამიანთან გვაქვს საქმე, ისინი არასწორ, ცუდ მეთოდებს იყენებენ გამარჯვების მოსაპოვებლად, რაც არც ისე სასიამოვნოა.

6. მათ აბედნიერებთ თქვენი წარუმატებლობა - ეჭვიანი ადამიანები ვერ იტანენ, როცა ხედავენ, როგორი წარმატებულები ხართ. მათ მხოლოდ თქვენი წარუმატებლობა აბედნიერებთ. ამას პირდაპირ არასოდეს გეტყვიან, მაგრამ შინაგანად სიამოვნებთ როცა დაცემულს და წარუმატებელს გხედავენ.

7. მათ უყვართ ჭორაობა - ეჭვიანი ადამიანი თვალებში გიყურებთ და გეუბნებათ, რომ უხარია თქვენი წარტება, რომ ამაყობს თქვენით, მაგრამ როგორც კი ოთახიდან გახვალთ, ის თქვენზე ჭორაობას დაიწყებს. მათი მიზანია იმ ადამიანებთან გაგიფუჭოთ რეპუტაცია, რომელთა მხარდაჭერაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.