1. ვაშლის ძმარი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს - ის შესანიშნავია დიაბეტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს.

2. ვაშლის ძმარი გეხმარებათ, რომ იყოთ ენერგიულები, ასევე დადებითად მოქმედებს განწყობაზე - კვლევის თანახმად, ვაშლის ძმარს აქვს უნარი ადამიანს შემატოს ენერგია. ასევე, აქრობს შიმშილის განცდას და აკარგვინებს მადას, შესაბამისად, ის შესანიშნავია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.

3. ვაშლის ძმარი ამცირებს გულის შეტევის და ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს - მცირდება კარდიოვასკულარული დაავადებების გაჩენის რისკი, გულის დაავადებებისა და ინსულტის ალბათობა. ვაშლის ძმარი ამცირებს ქოლესტერინს.

4. ვაშლის ძმარი ასევე ამცირებს სიმსივნის გაჩენის რისკს - უფრო მეტიც, ის სიმსივნის გაჩენის ადრეულ ეტაპზე მისი პრევენციისთვისაც გამოიყენება.

5. ვაშლის ძმარი კლავს არაჯანსაღ ბაქტერიებს - მომწამვლელი ბაქტერიები ყველგანაა. შესაძლოა ის ორგანიზმში საკვებით მოხვდეს. ვაშლის ძმარი კი, დაგეხმარებათ ორგანიზმის მომწამვლელი ფაქტერიებისგან გათავისუფლებაში.

6. ვაშლის ძმარი კარგია ყელის ტკივილის დროს - კვლევის თანახმად, ვაშლის ძმარს შეუძლია ყელის ტკივილის დროს გიშველოთ. ის ახშობს ინფექციას, რომელიც ყელის ტკივილს იწვევს. ამისთვის ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი უნდა შეურიოთ ¼ ჭიქა თბილ წყალს და ასე მიიღოთ.

7. ვაშლის ძმარი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას - ფაღარათის დროს ერთ სუფრის კოვზ თაფლს ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი შეურიეთ, გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში და ასე მიირთვით. მიღებული ნაზავი მიირთვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

8. ვაშლის ძმარი კარგია ქერტლის წინააღმდეგ - ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი შეურიეთ ¼ ჭიქა თბილ წყალს და მიღებული სპრეი თმაზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთიდან ერთ საათამდე და შემდეგ დაიბანეთ. საუკეთესო შედეგისთვის პროცედურა კვირაში ორჯერ უნდა გაიმეოროთ და ქერტლი აღარ შეგაწუხებთ.

9. ვაშლის ძმარი კარგია აკნეს წინააღმდეგ - როგორც უკვე ვთქვით, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და ამიტომ, კანის მოვლისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვაშლის ძმრის ნიღაბი სახეს უფრო გლუვს და პრიალას ხდის. აქრობს აკნეს და სიწითლეს.