იტალიაში რომ გამორჩეულად ლამაზი ქალები ცხოვრობენ ამაზე, არავინ დავობს. ყველა დროის ყველაზე ლამაზი იტალიელი ქალების რეიტინგი არაერთხელ გვინახავს. ამჯერად ვნახოთ 2018 წლის რეიტინგი და ტოპ 10 ყველაზე ლამაზი იტალიელი ქალი ბოლო მონაცემებით.
10. სარა ვარონე - სარა მსახიობი და ტელეწამყვანია. ტელეეთერში ის 2006 წელს გამოჩნდა. მას გადაცემა სახელად „Buona Dominica” მიჰყავს.
9. ელიზაბეტ კანალისი - ის სხვადასხვა სატელევიზიო შოუების მონაწილეა. თავდაპირველად კი, მეხუთე არხზე შოუში - „Striscia la Notizia” გამოჩნდა. მან ასევე სამსახიობო კარიერაშიც სცადა ბედი და შეასრულა როლები ფილმებში - “Deuce Bigalor: European Gigolo” და „Virgin Territory“.
8. მელიტა ტონიოლო - მელიტამ 2003 წელს კარიერა მოდელობით დაიწყო. 2006 წელს კი, ტელესივრცეში გადაინაცვლა და დღეს ტელეწამყვანია.
7. კატერინა მურინო - ის 2006 წელს ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმში, „კაზინო როიალში“ გამოჩნდა და ასევე მონაწილეობდა BBC-ის სერიალში სახელად „Zen”.
6. სარა ტომასი - სარა მოდელი და მსახიობია. ის ფეხბურთელ მარიო ბალოტელის ყოფილი შეყვარებულია.
5. ასია არგენტო - ასია მსახიობია. სამსახიობო კარიერა მან 9 წლის ასაკიდან დაიწყო.
4. მარია გრაცია სუკინოტა - მარიას სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „Vacanze di Natale“. ის აქტიურ სამსახიობო კარიერას მისდევს და არაერთ ფილმში აქვს როლები შესრულებული.
3. ჯიდა დე ლორენტისი - ის ტელეწამყვანია, პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ბევრი ქალისთვის მიბაძვის ობიექტია.
2. კარლა ბრუნი - სამოდელო კარიერა მან 19 წლის ასაკში დაიწყო. 2008 წელს ის საფრანგეთის პრეზიდენტზე, ნიკოლა სარკოზიზე დაქორწინდა.
1. მონიკა ბელუჩი - რა თქმა უნდა, მონიკა ბელუჩის გარეშე მსგავსი რეიტინგები წარმოუდგენელია. მან სამოდელო კარიერა 13 წლის ასაკიდან დაიწყო. კინოინდუსტრიაში კი, არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა.
თემები: სილამაზე, მსოფლიო, ქალები, იტალია
<a href="http://www.this-is-italy.com">http://www.this-is-italy.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია