ქალების ნაწილი ადრეულ ასაკში არ აჩენს შვილს და ეს ზოგისთვის წუხილის მიზეზია, რადგანაც, როგორც მიიჩნევა, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ნაადრევად უფრო კარგია შვილის გაჩენა, ხოლო წლების მომატებასთან ერთად ორსულობა და მშობიარობა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
უკანასკნელი წლების სტატისიკა აჩვენებს, რომ გაიზარდა რიცხვი იმ ქალებისა, რომლებიც უკვე მოწიფულ ასაკში აჩენენ შვილებს. სხვადასხვა კვლევები კი ადასტურებენ, რომ ისინი ამ ასაკში უფრო მეტად არიან მზად დედობისთვის, გაცნობიერებული აქვთ პასუხისმგებლობა და იჩენენ აღზრდის ისეთ უნარებს, რომლებიც მათი შვილების წარმატებას განაპირობებს.
განვითარების ფსიქოლოგიის ევროპულ ჟურნალში 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ ბავშვები, რომლებიც დედებმა 30 წლის შემდეგ გააჩინეს, უფრო მეტად იყვნენ მზად ცხოვრებისთვის.
კვლევის მიხედვით, მოწიფული ასაკის დედების აღზრდის მეთოდები განსხვავებულია. ისინი ნაკლებად უხეშობენ შვილებთან, მათ ზრდიან არა დასჯისა და ჩხუბის მეთოდით, არამედ ცდილობენ, რომ ამა თუ იმ საკითხზე მშვიდად ესაუბრონ და ჯანსაღი კომუნიკაციიის საშუალებით დაეხმარონ სამყაროს სწორად აღქმაში.
შედეგად, მათი შვილები უკეთეს სოციალურ უნარებს ივითარებენ, არიან ფსიქოლოგიურად და ემოციურად ჯანსაღები.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოველივე დადებითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზეც და ზოგად ჯანმრთელობაზე.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ასაკოვანი მშობლების შვილები იღებენ უკეთეს განათლებას, მათ უფრო მკაფიოდ იციან საკუთარი მიზნების შესახებ. სკოლასა და უნივერსიტეტში უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. არიან უფრო პროდუქტიულები და უფრო წარმატებულები.
რაც შეეხება გვიანი ორსულობისა და მშობიარობის ფიზიკურ ასპექტებს, სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, გამოცემა Time წერს, რომ თუ ქალი ჯანმრთელია და რაიმე პრობლემა არ აწუხებს, არაფერია სარისკო და სახიფათო გვიანდელ ორსულობაში.
ახლა კი, ერთად ვნახოთ რამდენიმე წარმატებული და პოპულარული ქალი, რომლებმაც შვილები მოწიფულ ასაკში გააჩინეს.
1. მერილ სტრიპი - მერილს 4 შვილი ჰყავს - ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი. ორი შვილი მან 35 წლის შემდეგ გააჩინა. 37-ის იყო, როცა გრეისი შეეძინა, ხოლო 42-ის, როცა ლუისა გააჩინა.
2. ნიკოლ კიდმანი - კიდმანმა თავისი ბიოლოგიური შვილი 41 წლისამ გააჩინა.
3. ენი ლეიბოვიცი - მან შვილი 51 წლის ასაკში გააჩინა.
4. სელმა ჰაიეკი - პირველი შვილი 40 წლის ასაკში შეეძინა.
თემები: ორსულობა, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი
<a href="https://www.femalenetwork.com">https://www.femalenetwork.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია