აირჩიეთ მოცემული ყვავილებიდან ერთ-ერთი - ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და პასუხებში თქვენთვის განსაკუთრებულ შეტყობინებას იპოვნით.
1. ყაყაჩო - პოზიტიური ადამიანი ხართ, რომელიც ყველა საქმეს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით აკეთებს. განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ თქვენი უნიკალური პიროვნების გამოხატვის. მაგნიტივით იზიდავთ ადამიანებს და თქვენი დავიწყება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია. ადამიანებს მარტივად ხიბლავთ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ყოველივეს მათი მანიპულაციისთვის იყენებთ. სცადეთ, შეწყვიტოთ ასეთი ქმედება.
2. ზამბახი - ეს ყვავილი იმედის, მომავლის რწმენის, ოპტიმიზმის სიმბოლოა. თქვენ საოცრად შემოქმედებითი ადამიანი ხართ და წარმოსახვის უნარით გამოირჩევით. გიყვართ მრავალფეროვნება და მარტივად იწყენთ. იმ ადამიანებს, რომლებიც გპირდებიან და დაპირებებს არ ასრულებენ მარტივად იშორებთ ცხოვრებიდან, თავად კი, ყოველთვის ასრულებთ მიცემულ პირობას და არ გჩვევიათ ადამიანების გაცურება. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობაზე და განწყობაზე ზრუნვას. რეგულარულად ივარჯიშეთ და ჯანსაღად იკვებეთ.
3. ტიტა - თუ ეს ყვავილი აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ მოგზაურობაზე გიჟდებით და გიყვართ, როცა საცხოვრებელ გარემოს იცვლით. არ შეგიძლიათ ერთ ადგილას ყოფნა და მუდამ სიახლეებს ეძებთ. ამავდროულად, თქვენთვის ოჯახის წევრების და მეგობრების მხრიდან სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია და სადაც უნდა იყოთ, მათთან ყოველთვის მტკიცე კავშირს ინარჩუნებთ. ხართ მგრძნობიარე, მომხიბვლელი და კეთილი ნატურა. უფრო ხშირად გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანების რჩევები. მათ თქვენთვის მხოლოდ კარგი სურთ.
4. ვარდი - ვარდი სიყვარულის სიმბოლოა. თუ ეს ყვავილი აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ ვნებიანი ხართ და რომანტიკული ურთიერობა თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ სასიყვარულო კავშირი მყარი და წარმატებული იყოს. გამოირჩევით ტრადიციების სიყვარულით, ცოტა ძველმოდურიც კი ხართ. ცხოვრებაში სრულყოფილებას ეძებთ და გსურთ, რომ თქვენი ყველა ქმედება, ყველა გადაწყვეტილება სრულყოფილი იყოს და სხვებისგანაც იმავეს ითხოვთ, რის გამოც პრობლემებს აწყდებით. სცადეთ მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.
5. შროშანი - თქვენ საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობთ. ადამიანებისთვის ავტორიტეტი ხართ, ხშირად მოდიან თქვენთან რჩევის მისაღებად. გამოირჩევით მზრუნველი ხასიათით. ადამიანს გასაჭირში მარტო არავითარ შემთხვევაში არ დატოვებთ. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ სასიყვარულო ურთიერთობებს და ეცადეთ, რომ საყვარელ ადამიანთან კავშირი გაამყაროთ.
6. ორქიდეა - გიყვართ ეგზოტიკა, გიტაცებთ ყველაფერი განსხვავებული. ტრადიციების მიმდევარი არ ხართ. დრომოჭმული წესების მსხვრევა თქვენი საქმეა. გამოირჩევით იდუმალი ხასიათით. მეგობრების ძალიან ვიწრო წრე გყავთ. არ ხართ მორცხვი და ყოველთგის ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ.
7. ია - ცხოვრებაში სიმარტივე გიყვართ. ძალიან პრაქტიკული ადამიანი ხართ და ადვილად შეგიძლიათ გამოსავალი იპოვნოთ რთული სიტუაციებიდან. არ გჩვევიათ ცხოვრების გართულება. ყოველთვის ამბობთ სიმართლეს. არ გჩვევიათ ოცნება, ოცნებას მოქმედება გირჩევნიათ. ხართ თამამი და ადვილად შეგიძლიათ რისკის გაწევა.
8. გვირილა - მომხიბვლელი, ძალიან საყვარელი და ტკბილი ხართ, ხართ ის, ვინც გულწრფელად უღიმის ადამიანებს. ეძებთ სიმშვიდესა და სიყვარულს. გასცემთ დადებით ემოციებს. ბევრ ადამიანს უყვარხართ და მეგობრების დიდი წრე გყავთ. თქვენ გარშემო მუდამ ბედნიერება, მხიარულება და სიყვარულია. გამოირჩევით ბავშვური ხასიათით.
9. ნარგიზი - შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევით და ყოველგვარ საქმეს შემოქმედებითი თვალით უყურებთ. ხართ მოსიყვარულე და მზრუნველი. ამავდროულად, გამოირჩევით ამბიციურობით, ორგანიზებულობით და ბევრი პრობლემის ერთდროულად მოგვარების შესანიშნავი უნარი გაქვთ.
10. მზესუმზირა - მიზანდასახული, თბილი, მოსიყვარულე და ბედნიერი ადამიანი ხარ. სინათლესა და ბედნიერებას აფრქვევთ. გამოირჩევით ენერგიულობით და განსაკუთრებული ქარიზმით. გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია, რისი საშუალებითაც წარმატებას მარტივად აღწევთ.
თემები: ტესტი, ბედნიერება, რჩევები, ყვავილები
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>