სილამაზე

საცვლები, რომლებიც შეგიძლიათ რამდენიმე კვირა გარეცხვის გარეშე გეცვათ - დანიელების ახალი გამოგონება

საცვლები, რომლებიც შეგიძლიათ რამდენიმე კვირა გარეცხვის გარეშე გეცვათ - დანიელების ახალი გამოგონება

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ახლა უკვე შეგიძლიათ ერთი და იგივე საცვალი რამდენიმე კვირა გეცვათ, ყოველგვარი გარეცხვის გარეშე და არანაირი დისკომფორტი არ შეგაწუხებთ.

დანიელემა გამომგონებლებმა სწორედ ასეთი საცვლები გამოიგონეს. იდეის ავტორები და განმახორციელებლები 4 დანიელი ახალგაზრდაა. ისინი ამბობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ საცვლებს მხოლოდ ორჯერ სჭირდება გარეცხვა.

საცვლები, რომლებიც შეგიძლიათ რამდენიმე კვირა გარეცხვის გარეშე გეცვათ - დანიელების ახალი გამოგონება

საცვლები დამზადებულია მასალით, რომლის შემადგენლობაშიც არის განსაკუთრებული ინგრედიენტი - ვერცხლი, რომელიც ბაქტერიების 99%-ს კლავს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ამ საცვლების ასეთი გამძლების.

გამომგონებლები ამბობენ, რომ მათი გამოგონება ზარმაც ადამიანებზე არაა გათვლილი, მათი მიზანი გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.

“ტრადიციულად ვყიდულობთ, ვრეცხავთ და მალევე ვყრით საცვლებს. ეს დიდი რესურსების ხარჯვასთანაა დაკავშირებული და ასევე გარემოს კიდევ უფრო მეტად ვანაგვიანებთ. ახალი სცვლებით დაიზოგება ეს რესურსი და ჯანსაღი გარემოს შექმნასაც შეუწყობს ხელს“, - ამბობს 27 წლის მედს ფიბიგერი. ერთ ერთი გამომგონებელი.

საცვლები, რომლებიც შეგიძლიათ რამდენიმე კვირა გარეცხვის გარეშე გეცვათ - დანიელების ახალი გამოგონება

როგორც ზემოთ ვთვქით, ახალი საცვლები დამზადებულია მასალით, რომლის განსაკუთრებული ინგრედიენტია ვერცხლი. ეს მეტალი ებრძვის მიკრობებს. როგორც გამომგონებლები ამბობენ, ის ბაქტერიების 99%-ს კლავს.

„შეგიძლიათ ჩაიცვათ ჩვენი საცვლები და დიდი დროის განმავლობაში არ გარეცხოთ. ამით დაზოგავთ დროს და ფულს. ამასთანავე, თავადაც შეიტანთ წვლილს უკეთესი გარემოს შექმნაში“, - განმარტავს მედს ფიბიგერი.

„პროდუქტი 100%-ით გადამუშავებული მასალისგან მზადდება. ჩვენ ვიყენებთ საცვლების შექმნის ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ის დიდი დროის განმავლობაში გეცვათ და თავი კომფორტულად იგრძნოთ“, - ამბობენ გამომგონებლები.

მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული მამაკაცის საცვლები 64$, ხოლო ქალის საცვლები 56$ ღირს. ახალ საცვლებს უკვე მომხმარებელთა დიდი წრე ჰყავთ.

როგორც გამომგონებლები ამბობენ, მათ უკვე 50 000-მდე მომხმარებელი ჰყავთ და დაახლოებით 200 000 საცვალია გაყიდული. 



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>