13 რამ, რაშიც შეგიძლიათ ყავა გამოიყენოთ - ის მხოლოდ გემრიელი სასმელი არ არის
- 14.05.2018
მსოფლიოში უამრავი ადამიანი უბრალოდ გიჟდება ყავაზე. გარდა იმისა, რომ ის გემრიელი სასმელია, ბევრი სხვა მიზნითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
13. ხელის დეოდორანტი - თუ გინდათ ხელებზე სასიამოვნო სურნელი გქონდეთ, დაიბანეთ ის ყავით.
12. სახის ნიღაბი - ყავის ნიღაბი დაგეხმარებათ,რომ სახიდან მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, ასევე ის აფერხებს ნაოჭების გაჩენის პროცესს. ყავის სხვადასხვა ნიღბები არსებობს და ერთ-ერთის რეცეპტს გაგიზიარებთ. ერთ სუფრის კოვზ სოდას შეურიეთ 1 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა. წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და დაიბანეთ თბილი წყლით. ყოველივეს შემდეგ სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით. ნახავთ, რომ სახე გლუვი და პრიალა გაგიხდებათ.
12. მაცივრის გასუფთავება - ალბათ, ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, რომ მაცივრის კარის გამოღების შემდეგ უსიამოვნო სუნი იგრძენით. განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა ეს, როცა თევზი, ან რაიმე ცხარე საკვები გაქვთ შენახული. ამ პრობლემას ყავის საშუალებით მარტივად დაძლევთ. ჩაყარეთ დაფქვილი ყავა ფინჯანში და ასე მოათავსეთ მაცივარში. ნახავთ, რომ პრობლემა მოგვარდება.
10. ყავა კარგია ცელულიტის წინააღმდეგ - დაფქვილი ყავა შეურიეთ ქოქოსის რძეს და წაისვით მიღებული ნაერთი პრობლემურ ადგილას. გაიკეთეთ ხელის ნელი მოძრაობით მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
9. ყავა კარგია რწყილების წინააღმდეგ - სარგებელი ყავისგან თქვენმა ოთხფეხა მეგობარმაც შეიძლება მიიღოს. თუ გინდათ, რომ თქვენი ძაღლის რწყილებისგან გათავისუფლდეს, დაბანეთ ის ყავით.
8. ჯანსაღი თმა - ყავას საოცრად დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია თმაზეც. ის ჰმატებს თმას ბზინვარებას, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. კოფეინი კარგია თმის ცვენის წინააღმდეგ, ასევე, ის ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას და იცავს დაზიანებისგან. მოადუღეთ ყავა, იმდენი, რომ საკმარისი იყოს თმის დასასველებლად, დაელოდეთ მის გაგრილებას, ხოლო შემდეგ თმაზე გადაივლეთ, ამავდროულად,თითების წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი თავზე. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ამ მეთოდის გამოყენება კვირაში ერთხელაა დასაშვები.
7. ყავით სარგებლის მიღება მებაღეებსაც შეუძლიათ - ყავა შეგიძლიათ ერთგვარი სასუქის ფუნქციით გამოიყენოთ.
6. ყავის სურნელი თუ იქნება, ეზოში უპატრონო კატა აღარ შემოვა - თუ ბაღი, ან ტერასა გაქვთ, აუცილებლად გეწვევათ ქუჩიდან ფისო, ან მწერები შეგაწუხებენ. ყავას შეუძლია ისე გააძევოს თქვენი ტერიტორიიდან არასასურველი სტუმრები, რომ მათ არაფერი დაუშავდეთ. კატების უმეტესობა ვერ ჩერდება იმ ადგილას, სადაც ყავის მძაფრი სუნია და უკან ბრუნდებიან.
5. ყავა ტანის დაბანის დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ - ის მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ატენიანებს კანს და მას უფრო პრიალას, გლუვს ხდის.
4. ჰაერის გამწმენდი - თუ ქიმიური ნივთიერებებით ჰაერის გაწმენდა არ გსურთ, ან მათზე ალერგია გაქვთ და გინდათ სახლში სასიამოვნო სუნი იყოს, ამ საქმეშიც ყავა დაგეხმარებათ. მოათავსეთ სადმე მოხალული ყავის მარცვლები და ნახავთ, რომ სახლი სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთება.
3. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ ხის ავეჯი - ყავის ნალექი შესანიშნავად წმენდს ავეჯს და ამავდროულად, მათ სასიამოვნო სუნს აძლევს.
2. ყავის საშუალებით ლამაზი დეკორაციის შექმნაც შეგიძლიათ - არ ფიქრობთ, რომ ყავის მარცვლები ძალიან ლამაზია? შეგიძლიათ ის დეკორაციული ფუნქციითაც გამოიყენოთ. მაგალითად, გააკეთოთ ისე, როგორც მოცემულ ფოტოზეა აღბეჭდილი და მოათავსოთ ის თვალსაჩინო ადგილას.
1. ყავა ნამცხვრის მომზადების დროს - ყავის დალევა თუ გიყვართ, მისი ჭამაც გეყვარებათ. ის ნამცხვრებს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
თემები: რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ყავა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია