7 ტრენდული საზაფხულო ტოპი, რომლებსაც წვეულებეზე და სამსახურში ჩაიცვამთ
- 15.05.2018
მოკლე ტოპი - შეუცვლელი ნივთია ზაფხულში. ის შეიძლება ატარო ჯინსებთან და ქალურ ქვედაბოლოებთანაც. გთავაზობთ 7 სტილურ ვარიანტს, რომლებითაც შეიძლება წასვლა პაემანზეც, და მოდურ წვეულებაზეც.
1. ამ მოკლე პერანგით თამამად შეიძლება სამსახურში წასვლა. ჩაიცვით ის მაღალწელიან შარვალთან ან ქვედაბოლო-ფანქართან. გარწმუნებთ, კოლეგები ღირსეულად შეაფასებენ თქვენს ჩაცმულობას.
2. ტოპი სელისგან - იდეალური ნივთია ზღვის სანაპიროზე სეირნობისთვის. გირჩევთ ატაროთ ის ჯინსის შორტებთან და ესპადრელებთან.
3. ლამაზი პერანგი ნაქარგებით - შესანიშნავი ვარიანტია საღამოს წვეულებისთვის. ჩაიცვით ის მუქი ფერის ვიწრო ჯინსებთან ან ტრაპეცია ქვედაბოლოსთან.
4. კოპლებიანი ტოპი ჩაიცვით პლისე ქვედაბოლოსთან ან მოკლე შარვალთან. შეყვარებულს ნამდვილად მოეწონება თქვენი სტილი.
5. ეს ტოპი განსაკუთრებულად კარგად გამოჩნდება შარვალთან და გრძელ ჟაკეტთან. სტილს დაამატეთ მკვეთრი აქსესუარები და ღია ფერის ფეხსაცმელი. ასეთი ჩაცმულობით ნამდვილად ღირს მოდურ წვეულებაზე წასვლა.
6. მაისური გაკვანძული თასმებით - ყოველდღიურობის სტილური და ორიგინალური ვარიანტი. ატარეთ ის ტრენდულ ჯინსებთან და ბოტასებთან, როცა სასეირნოდ წახვალთ მეგობრებთან ერთად.
7. ლავანდისფერი ტოპი ზაფხულის ყველა მთავარ ტრენდს შეესაბამება. გირჩევთ ჩაიცვათ ის პასტელის ფერების ქვედაბოლოსთან ან შარვალთან. გაიკეთეთ მარტივი სამკაულები.
თემები: მოდა, ტანსაცმელი, სეზონური, ტრენდი, ზაფხული, 2018 წლის ტენდენციები, ტოპი
<a href="https://www.cosmo.ru/">https://www.cosmo.ru/</a>