LIFE

40 წელს გადაცილებული ადამიანი კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა მუშაობდეს - მეცნიერული დასკვნა

40 წელს გადაცილებული ადამიანი კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა მუშაობდეს - მეცნიერული დასკვნა

შესაძლოა არ მოგვწონს, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ვკარგავთ მოტივაციას, საქმის უკეთესად კეთების უნარს. ასაკთან ერთად გვემატება სიბრძნე, მაგრამ შესაძლებლობა იმისა, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხების დამახსოვრებაზე, მცირდება. აღარ გვაქვს სწრაფი რეაქციები და გადაწყვეტილებებსაც ვეღარ ვიღებთ ისე სწრაფად, როგორც ადრეულ წლებში.

მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საინტერესო შედეგი აჩვენა.

კვლევის თანახმად, კვირაში 30 საათის განმავლობაში მუშაობა კარგია შემეცნებითი ფუნქციის შენარჩუნებისთვის, მაგრამ უფრო მეტი დროის განმავლობაში მუშაობა გონებისთვის ცუდია.

40 წელს გადაცილებული ადამიანი კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა მუშაობდეს - მეცნიერული დასკვნა

კვლევაში 40 წელს გადაცილებული 3 500 ქალი და 3 000 მამაკაცი იყო ჩართული.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში 55 საათზე მეტ დროს სამსახურში ატარებენ, აქვთ უფრო ცუდი შემეცნებითი უნარი, ვიდრე მათ, ვინც არ მუშაობს.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ამ ასაკში გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში ადამიანს სხვადასხვა გონებრივი სავარჯიშო ეხმარება. მაგალითდ ე.წ. პაზლები, კროსვორდები. ასეთი სავარჯიშოები ტვინის სტიმულირებას იწვევს.

40 წელს გადაცილებული ადამიანი კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა მუშაობდეს - მეცნიერული დასკვნა

მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, კოლინ მაკკენზი, სხვადასხვა დაკვირვებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 40 წელს გადაცილებული ადამიანი კვირის განმავლობაში მხოლოდ სამი დღე უნდა მუშაობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შესრულებული სამუშაო ხარისხიანი ვერ იქნება.

მაკკენზი ამბობს, რომ გადაჭარბებით მუშაობა, განსაკუთრებით კი ამ ასაკში, არ შეიძლება.



<a href="https://www.peacequarters.com">https://www.peacequarters.com</a>