სამეფო ქორწილებში ქალებისთვის განსაკუთრებული ატრიბუტი ქუდია. თუ გინახავთ სამეფო ქორწილში გადაღებული ფოტოები, აუცილებლად შეამჩნევდით ქორწილის სტუმარ ქალებს უცნაური და უჩვეულო ქუდებით.
სანამ ვნახავთ, როგორი ქუდებით გამოჩნდებიან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში, მანამდე გადავხედოთ ყველა დროის ყველაზე უცნაურ ქუდებს სამეფო ქორწილებიდან.
1. იორკის პრინცესა ბეატრისი - ბეატრისი უილიამისა და ჰარის ბიძაშვილია. ის 2011 წელს ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილში გამოჩნდა ქუდით, რომელიც შემდეგ განხილვის საგანი გახდა. მოგვიანებით მან ეს ქუდი 130 000 დოლარად გაყიდა. მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოახმარა.
2. იორკის პრინცესა ეუხენია - ის ბეატრისის დაა და უილიამისა და ქეითის ქორწილში ასეთი ქუდით მივიდა.
3. ზარა ფილიპსი - პრინცი უილიამის კიდევ ერთი ბიძაშვილი, რომელიც მისი და ქეითის ქორწილს ასეთი შავი, გიგანტური ქუდით დაესწრო.
4. ტარა პალმერ ტომკინსონი - ის ასე გამოიყურებოდა უილიამისა და ქეითის ქორწილში.
5. პრინცესა ანა - ანა პრინც ჩარლზის უმცროსი დაა. ძმისშვილის ქორწილში ის იისფერი ქუდით წარსდგა.
6. უესექსის ჰერცოგინია სოფი ჰელენ რაის ჯონსი უილიამისა და ქეითის ქორწილში.
7. ბელგიის პრინცესა მატილდა - მან ბელგიის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ქორწილში „არმანის“ კაბას ეს ქუდი შეუსაბამა.
8. დანიის დედოფალი მარგარეტ მეორე პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში.
9. კორნუელის ჰერცოგინია კამილა პარკერ ბოულსი, პრინც ჩარლზის ცოლი - ის ასე გამოიყურებოდა საკუთარ ქორწილში.
10. ლაურა პარკერ ბოულსი - ლაურა კამილა ბოულსის შვილია. ის დედისა და პრინცი ჩარლზის სამოქალაქო ქორწინებას ასეთი ქუდით დაესწრო.
11. პრინცესა ბეატრისი პრინც ჩარლზისა და კამილას ქორწილში.
12. მსახიობი კეტრინ კელი სამეფო ოჯახის წევრების, ზარა ფილიპსისა და მაიკ თინდელის ქორწილში 2011 წელს.
13. პრინცესა ბეატრისი ასევე ზარა ფილიპსისა და მაიკ თინდელის ქორწილში.
14. კირსტი გალაჰერი ზარასა და მაიკის ქორწილში.
15. ქეით მიდლტონი ზარასა და მაიკის ქორწილში.
16. პრინცესა ბეატრისი სამეფო ოჯახის წევრის პიტერ ფილიპსის ქორწილში.
17. დედოფალი ელიზაბეტ მეორე სოფი რაის ჯონსისა და პრინც ედვარდის ქორწილში.
18. პიპა მიდლტონი - ქეითის უმცროსი და მელისა პერსისა და ტომას ვან შტრობენზის ქორწილში.
19. ნორვეგიის პრინცესა მართა ლუისი ესპანეთის პრინც ფრედერიკისა და პრინცესა მერის ქორწილში 2004 წელს.
20. დედოფალი ელიზაბეტ მეორე სერენა სტენფონის ქორწილში 1993 წელს.
თემები: ქორწილი, პრინცესები, პრინცესა დაიანა, დედოფალი, სამეფო, კეიტ მიდლტონი
<a href="https://www.housebeautiful.com">https://www.housebeautiful.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია