გავრცელებული ინფორმაციით მეგან მარკლის საქორწინო კაბა ფრანგულ მოდის სახლს Givenchy-ს ეკუთვნის.
კაბა, რომელსაც მსოფლიო ელოდა და დღეს, ყველა ფორმარის მედია წერს, მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა Clare Waight Keller-მა შექმნა.
ცერემონიაზე პატარძალს თავზე ბრილიანტის დიადემა ამშვენებდა.
სამეფო ქორწილმა პომპეზურად ჩაიარა, მეგან მარკლი საკურთხეველთან პრინცი ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა, რადგან ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მარკლის მამა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა.
თემები: ქორწილი, წყვილი, პრობლემები, საქორწინო კაბა, სამეფო, მეგან მარკლი
<a href="https://www.popsugar.com/">https://www.popsugar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია