როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი მოდელები, როდესაც პოდიუმზე პირველად გამოვიდნენ
- 20.05.2018
დღეს, მათი სახელები ყველამ იცის. მოდის სამყაროში ისინი წამყვანი მოდელები არიან და უკვე შეიძინეს სტატუსი, რომლითაც სილამაზის სამყაროში მათი სახელი გვარი სამუდამოდ ჩაეწერება. თუმცა საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდნენ და რა ეცვათ, როდესაც პირველად პოდიუმზე გამოვიდნენ.
ჯენის დიკინსონი - ის პოდიუმზე პირველად 1979 წელს დადგა - სამწუხაროდ, პლასტიკური ქირურგიის წყალობით, დღეს მისი ცნობა შეუძლებელია.
ნაომი კემბელი - 1987 წელი, Yves Saint Laurent-ის ჩვენებაზე. დიახ, ასე გამოიყურებოდა შავი პანტერა.
კრისტი ტარლინგტონი - მოდელის კარიერა 1988 წელს დაიწყო. მაიკლ კორსის ჩვენებაზე.
ლინდა ევანგელისტა - დიახ, ასე მოკრძალებულად გამოიყურებოდა, როდესაც პირველად პოდიუმზე დადგა.
კლაუდია შიფერი - 1989 წელს, კასტინგზე შანელის სახლმა 19 წლის კლაუდიას მოდის სამყაროს დიდი კარი გაუღო.
ჰელენ კრისტენსენი - კარიერა 1990 წელს, ჯონ გალიანოს ბრენდთან თანამშრომლობით დაიწყო.
სინდი კროუფორდი - არაფერი გეშლებათ, ეს ნამდვილად სინდია, 1991 წელს, დონა კარანის ჩვენებაზე.
კეიტ მოსი - 1993 წელს რალფ ლოურენის ჩვენებაზე.
ამბერ ვალენტა - 90-იანი წლების სუპერმოდელი, შანელის ჩვენებაზე, 1993 წელს.
ჰეიდი კლუმი - პირველად პოდიუმზე 1997 წელს, ვიქტორია სეკრეტის შოუს წყალობით დადგა.
ჟიზელ ბუნდხენი - კარიერის დასაწყისში ის ალექსანდრე მაკქუინთან მუშაობდა, 1998 წელი.
ადრიანა ლიმა - ჰეიდი კლუმის მსგავსად, ვარსკვლავი ვიკტორია სეკრეტის ბრენდთან თანამშრომლობით გახდა, 1999 წელი.
მირანდა კერი - მოდელი, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის საიუდუმლოს ფლობს. 2005 წელი...
ჯიჯი ჰადიდი - მისი პირველი გამოსვლა პოდიუმზე 2014 წელს.
თემები: ვარსკვლავები, მოდელები, პოდიუმი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>