7 მოდური კაბა, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად თან უნდა გქონდეთ
- 23.05.2018
რამდენიმე დღეც და ზაფხული დადგება. ეს კი, შვებულების, მოგზაურობის, განტვირთვის და დასვენების სეზონია. შვებულების დროს სადაც უნდა მიდიოდეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წასაღები სამოსის სწორად შერჩევაა. მით უფრო, თუ მოდას მისდევთ და თქვენთვის სტილი მნიშვნელოვანია, აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სამოსი, რომელსაც ამა თუ იმ ადგილას წასვლის დროს თან წაიღებთ.
გთავაზობთ 7 სტილის კაბას, რომელიც შვებულების დროს თან უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ იყოთ მოდურები და თავი კომფორტულად იგრძნოთ.
1. თეთრი, მუხლამდე სიგრძის კაბა - ეს კაბა ზაფხულს ძალიან უხდება. ის არის კლასიკური და ქალური სილუეტის სამოსი. შეგიძლიათ რაიმე დეტალი შეუსაბამოთ, მაგალითად, ყელსაბამი. გვერწმუნეთ, თქვენი ვიზუალი საოცრად მომხიბვლელი იქნება.
2. ზოლებიანი კომფორტული კაბა-მაისური - ყოველდღიური სტილისთვის ის იდეალური და ძალიან მოსახერხებელი სამოსია. შეგიძლიათ ჩაიცვათ კედებთან და ჯინსის ქურთუკთან ერთად.
3. შედარებით სქელი ქსოვილის კაბა - ღრუბლიან ამინდში თუ ზღვის სანაპიროზე გასვლას გადაწყვეტთ, ის შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმზე ჩაიცვათ. ასევე იდეალურია სანაპიროს წვეულებისთვის გრილ ამინდში.
4. გრძელი კაბა ყვავილების პრინტით - ასეთი სტილის კაბები ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. გარდა ამისა, ის ვიზუალს უფრო რომანტიკულს ხდის.
5. კლასიკური სტილის კაბა, შავ-თეთრ ფერებში - ასეთი ასიმეტრიული კაბები 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენციაა. ის მართალია კლასიკურია, მაგრამ ამავდროულად არის კომფორტული და მხოლოდ წვეულებისთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გეცვათ, ხოლო თუ ამ კაბით წვეულებაზე წასვლას გადაწყვეტთ, მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა შეუსაბამოთ.
6. კოქტეილის კაბა - ჩემოდანში ერთი კოქტეილის კაბაც უნდა ჩადოთ. შესაძლოა, პომპეზურ წვეულებაზე წასვლა მოგიწიოთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
7. და, რა თქმა უნდა, შავი მოკლე კაბა - ეს ის არის, რის გარეშეც ბევრი ქალის გარდერობი წარმოუდგენელია და მოგზაურობის დროსაც მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის კაბა, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერ სიტუაციაში, ერთნაირი წარმატებით შესაბამოთ კედებსა და კლასიკურ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
თემები: სტილი, სად რა ჩავიცვა, ტანსაცმელი, ელეგანტურობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია