7 ყველაზე საზაფხულო ტრენდი - გამჭირვალე ქვედაბოლოები რომანტიკული სტილისთვის
- 24.05.2018
გამჭირვალე ქსოვილებმა წელს მყარად დაიკავეს ადგილი აქტუალური ტრენდების ტოპში, ზაფხული კი - იდეალური დროა რომ ისინი ნონ-სტოპით „გამოამზეუროთ“.
პაემნისთვის, წვეულებისთვის და ოფისისთვისაც კი - გთავაზობთ 7 გამჭირვალე ქვედაბოლოს ნებისმიერი შემთხვევისთვის.
1. რა თქმა უნდა, საღამოს წვეულებები - ეს იდეალური საბაბია იმისათვის, რომ ჩაიცვათ ქვედაბოლო გამჭირვალე კალთით. შეურჩიეთ მას ლაკონური ტოპი და ლამაზი ფეხსაცმელი.
2. ამ „ზეფირის“ ქვედაბოლოს ჩაცმა სამსახურშიც კი შეიძლება თამამად - იმისათვის, რომ არ გამოიყურებოდეთ ზედმეტად საზეიმოდ, ატარეთ ის საბაზო თეთრ მაისურთან და ბოტასებთან ერთად.
3. ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ Total White Look - ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო მოდური იდეაა. მაქმანიანი თეთრი ქვედაბოლო გამჭირვალე კალთით, ატარეთ თეთრი ფერის აბრეშუმის ტოპთან და თეთრ ღია ფეხსაცმელთან სქელ ქუსლზე.
4. კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტი წვეულებისთვის - ნახევრადგამჭირვალე მბზინვარე ქვედაბოლო. სტილს ასრულებს ტოპი-ბადე გრძელი სახელოებით და უხეში ბათინკებით.
5. ეს მოდელი კი უფრო „სერიოზულია“ - ის იდეალურად მოუხდება ალტერნატივის სახით გამოსაშვებ კაბას.
6. თუ არ გეშინია კონტრასტული შეხამებების, თამამად შეიძინე მკვეთრი წითელი ქვედაბოლო ჩადგმული გამჭირვალე ნაჭრებით. დღისით ატარეთ ის ბოტასებთან, საღამოს კი - ღია ფეხსაცმელთან წვრილ ქუსლზე.
7. ყველაზე თამამი მოდელი - საღამოს მორთულობისთვის ატარეთ ასეთი ქვედაბოლო ლაკონური ბოდის ზემოდან, დღისით კი მის ქვევით ჩაიცვით კაბა- პერანგი.
თემები: მოდა, ზაფხული, 2018 წლის ტენდენციები, ქვედაბოლო
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>