1. „ბინძური ცეკვები“
60-იან წლებში ჯინსებს უკვე ყველა ატარებდა, მაგრამ მსგავსი შორტების გამოშვებას, როგორიც მთავარ გმირს აცვია, შემდეგ ათწლეულში დაიწყეს. ამიტომაც ჯენიფერ გრეი ვერ მოიწონებდა თავს ასეთი ჩაცმულობით, მიუხედავად იმისა, რომ ასე წერია სცენარში.
2. „თაღლითობა ამერიკულად“
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ საათი, რომელსაც დფბ-ს აგენტი ატარებს - ეს არის Rolex GMT-Master II 116718. განახლებული მოდელი 116710 გამოვიდა 2007 წელს. როგორც ჩანს, ლუი სი კეის საათი მოეწონა, მაგრამ მსახიობმა და კოსტიუმერებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ფილმის მოქმედება 70-იან წლებში ხდება.
3. „ათი მცნება“
რამზეს ΙΙ ცოლს ნეფერტარის, ნამდვილად შეეძლო ეტარებინა ნახევრადგამჭირვალე სამოსი, მაგრამ კაბის ქვეშ გამოჩენილი ბიუსტჰალტერი ნაკლებად ასოცირდება ძველი ეგვიპტის ხანასთან.
4. „დამიჭირე, თუ შეძლებ“
ფილმის მოქმედება 60-იან წლებში ხდება. იმ ტიპის მოდური ბრეკეტები, რომელსაც ფილმის გმირი ატარებს, მხოლოდ 10 წლის შემდეგ გამოვიდა.
5. „წვიმის ქვეშ მომღერალნი“
საქმე იმაშია, რომ სურათში მოვლენები წინა საუკუნის 20-იან წლებში ვითარდება. იმ დროს მოდაში იყო მძივებით გაწყობილი სინთეტიკური აბრეშუმის კაბები. ის კაბები, კი რომლებიც ფილმის გმირს აცვია, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ასეთი სტილი მხოლოდ 50-იან წლებში შემოვიდა.
6. „ავიატორი“
ავიაკომპანია TWA 1950 წლიდან იშიფრება როგორც Trans World Airlines. ხოლო ჰიუზის გამოჯანმრთელების დროს, 1946-1947 წლებში, ის ჯერ კიდევ იწოდებოდა როგორც Transcontinental & Western Air, მაგრამ ანგარებსა და თვითმფრინავებზე მითითებულია წარწერები ახალი დასახელებით.
7. „ტერმინატორი: გენეზისი“
განკითხვის დღეს, 1997 წლის 29 აგვისტოს, სან-ფრანცისკოს ქუჩებში შეიმჩნევა მესამე თაობის Toyota Prius (2009), მესამე თაობის Land Rover Range Rover (2002), და ასევე Dodge Charger SRT8 (2012).
თემები: კინო, ფილმი, ფილმები, ჰოლივუდი, შეცდომები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია