ჯანმრთელობა

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები

წონაში დაკლება მარტივი ამოცანა არ არის და ბევრი ადამიანისთვის ეს დაუძლეველი გამოწვევაა. ეს არის პრობლემა, რომელსაც ადამიანი უნდა ებრძოლოს ყოველ დღე და ყოველ წამს, თუკი სასურველი შედეგის მიღწევა სურს.

ხდება ისეც, რომ ადამიანები ითვლიან კალორიებს, იცავენ დიეტას, ვარჯიშობენ და როცა შედეგს სწრაფად ვერ ხედავენ, გულგატეხილები, იმედგაცრუებულები რჩებიან და ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის სურვილი უქრებათ, ვინაიდან თვლიან, რომ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ.

ახალი კვლევის შედეგად, გამოავლინეს ჭარბწონიანობის 6 განსხვავებული ტიპი. მკვლევარების განმარტებით, სხვადასხვა ტიპის ჭარბწონიანობას განსხვავებული მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ.

1. ჭარბწონიანობის პირველი ტიპი: როცა ადამიანი წონაში წელს ზემოთ იმატებს - მსგავსი სახით წონაში მომატების მიზეზი, როგორც წესი, ძალიან მარტივია. ის არის გამოწვეული ძალიან ბევრი, გადაჭარბებული ჭამით და ამავდროულად, ნაკლები ფიზიკური აქტივობით. პრობლემის მარტივი გადაჭრის გზა კი ასეთია - მთლიანად ამოიღეთ კვების რაციონიდან შაქრის შემცველი პროდუქტები და დღის განმავლობაში აუცილებლად ივარჯიშეთ მინიმუმ 30 წუთი.

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები

2. ჭარბწონიანობის მეორე ტიპი: როცა წონა მხოლოდ მუცელს ემატება - ამგვარი ჭარბწონიანობის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სტრესი, დეპრესია და შფოთვაა. პრობლემის მოგვარებას შეძლებთ, თუ უფრო მეტს ივარჯიშებთ და ვარჯიშს ყოველდღიურ რუტინად აქცევთ, მაგრამ ვარჯიშთან ერთად აუცილებლად სცადეთ განტვირთვაც, დასვენება და მედიტაცია. ეს აქტივობებიდაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები

3. ჭარბწონიანობის მესამე ტიპი: როცა წონაში წელს ქვემოთ ნაწილში იმატებთ - ამ ტიპის ჭარბწონიანობა უფრო ხშირია ქალებში და მასთან ბრძოლა საკმაოდ რთული პროცესია. მაგრამ თუ შესაბამის რეჟიმს დაიცავთ, შედეგსაც მიაღწევთ. დაიწყეთ ფეხების ვარჯიშით, გააკეთეთ სპეციალური სავარჯიშოები, ხოლო შემდეგ დაკავდით აერობიკითა და სირბილით. ეს აქტივობები დაგეხმარებათ ამ ტიპის ჭარბწონიანობის დამარცხებაში. თუ დღის განმავლობაში აერობიკითაც დაკავდებით და სხვა ვარჯიშებსაც გააკეთებთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები

4. ჭარბწონიანობის მეოთხე ტიპი: როცა მუცელი ძალიან დიდი ხდება და ჩნდება ე,წ, ღიპი - თუ წვეულებები გიყვართ და ვარჯიში გეზარებათ, სავარაუდოდ, ამგვარად გაგიხდებათ მუცელი. მსგავსი მუცელი, როგორც წესი, აქვთ ალკოჰოლის, განსაკუთრებით კი, ლუდის მოყვარულებს. ვიცით, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ცივ ლუდზე უარის თქმა რთულია, მაგრამ ამავდროულად, ის თქვენს ვიზუალზე უარყოფითად მოქმედებს. მსგავსი ტიპის ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის გამოსავალი შემდეგნაირია - მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლური სასმელის მიღება და ბევრი ივარჯიშეთ.

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები

5. ჭარბწონიანობისმეხუთე სახე: როცა ფეხები პუტკუნდება - როგორც წესი, ასე წონაში ფეხმძიმე ქალები იმატებენ. მსგავსი ჭარბწონიანობის დასამარცხებლად საუკეთესოა აკვა აერობიკა.

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები

6. ჭარბწონიანობის მეექვსე სახე: როცა კილოგრამები ზურგის ზედა ნაწილს ემატება - წონაში ამგვარად მომატების მიზეზიც, უმეტეს შემთხვევაში, გადაჭარბებით ჭამა და ბევრი კალორიების მიღება, ნაკლები ფიზიკური აქტივობაა. პირველ რიგში, დაიწყეთ ვარჯიშის სპეციალური პროგრამა და ვარჯიში აქციეთ ყოველდღიურობად. ამავდროულად, კვების რაციონიდან ამოიღეთ შაქრის შეცველი პროდუქტები და საკვები მიირთვით მცირე ულუფებით.

ჭარბწონიანობის 6 მთავარი სახე და მათთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები



<a href="https://www.providr.com">https://www.providr.com</a>