LIFE

5 ფილმი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ შაბათ-კვირას გაგიხალისებთ

5 ფილმი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ შაბათ-კვირას გაგიხალისებთ

1. ნებისმიერ ფასად (Hell or High Water), 2016 წელი

როლებში: კრის პაინი, ბენ ფოსტერი, ჯეფ ბრიჯესი.

5 ფილმი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ შაბათ-კვირას გაგიხალისებთ

თანამედროვე ვესტერნი ბანკების მძარცველებზე. ძმებ ჰოვარდების დედის სიკვდილის შემდეგ, მისგან მემკვიდრეობით რანჩო და მიწის ნაწილი რჩებათ, რომლების წართმევითაც ბანკი ვალების გამო ემუქრებათ. მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ მათ მიწაზე ნავთობის მოპოვებაა შესაძლებელი, შესაბამისად მეტი მოტივაცია უჩნდებათ, რომ ბანკმა ქონება არ წაართვან.

2. მომავლის ზღვარი (Edge of Tomorrow), 2014 წელი

როლებში: ტომ კრუზი, ემილი ბლანტი.

5 ფილმი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ შაბათ-კვირას გაგიხალისებთ

დედამიწას უცხოპლანეტელები დაესხნენ თავს და ბრძოლის პირველივე წუთებში მაიორ უილ კეიჯს კლავენ. დაღუპვის შემდეგ მაიორი დროებით მარყუჟში ხვდება და ხედავს, რომ სხვა ჯარისკაციცაა მის მდგომარეობაში. უილი წარსულში ბრუნდება, რათა გაწყვიტოს შეკრული წრე და გადატეხოს ომის მსვლელობა, რომელშიც ჯერჯერობით მტერი იმარჯვებს.

3. რკინიგზელი (The Railway Man), 2013 წელი

როლებში: კოლინ ფერტი, ნიკოლ კიდმანი, სტელან სკარსგორდი.

5 ფილმი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ შაბათ-კვირას გაგიხალისებთ

მარტოხელა ექთანი ქალი მატარებელში მომხიბვლელ მამაკაცს სახელად ერიკ ლომაქსი გაიცნობს და მალე ცოლად გაყვება. მაგრამ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას ლომაქსის მტანველი მოგონებები არღვევს. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ტყვედ მოხვდა იაპონელებთან და ტაილანდურ - ბირმანის რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობდა, რომლის დროსაც უამრავ დამცირებასა და წამებას იტანდა. ათწლეულების გასვლის შემდეგ ლომაქსი გადაწყვეტს საკუთარ ჯალათს შეხვდეს.

4. ყურადღების ცენტრში (Spotlight), 2015 წელი

როლებში: მარკ რუფალო, რეიჩელ მაკადამსი, მაიკლ კიტონი, ლივ შრაიბერი.

5 ფილმი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ შაბათ-კვირას გაგიხალისებთ

რეპორტიორების ჯგუფი ინფორმაციას იღებს სერიული მღვდელი-პედოფილის შესახებ, რომელსაც ხელს აფარებენ. გავლენიანი კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი შეძლებენ მსგავსი დანაშაულების სერიის მხილებას. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების საფუძველზე: კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელი-პედოფილების შესახებ მასალების გამო გაზეთმა The Boston Globe პულიტცერის პრემია მიიღო.

5. 7 დის საიდუმლო (What Happened to Monday), 2017 წელი

როლებში: ნუმი რაპასი, უილიამ დეფო, გლენ კლოუზი.

5 ფილმი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ შაბათ-კვირას გაგიხალისებთ

გენმოდიფიცირებულმა პროდუქტებმა მსოფლიო იქამდე მიიყვანა, რომ ადამიანებს მრავალნაყოფიანობა განუვითარდა. დედამიწის მოსახლეობამ ყოველ მეოთხე დღეს ერთი მილიონი ადამიანით გაზრდა დაიწყო. ახლა პლანეტა ისეთი გადატვირთულია, რომ 1 ბავშვზე მეტის ყოლა აკრძალულია, ადამიანები კი ვალდებულები არიან ატარონ სპეციალური სამაჯურები. როცა ტერენს სეტმანის ოჯახში 7 ტყუპი იბადება, გადაწყვეტს, რომ ყველა დაიტოვოს, მაგრამ თითოეული გოგონა ხალხში კვირის განმავლობაში საკუთარ დღეს უნდა გამოჩნდეს, თითქოს ეს ერთი და იგივე გოგონაა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს „ორშაბათი“ გაქრება, და დებს მოუწევთ მის მოსაძებნად გამგზავრება.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>