ჰოროსკოპი

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1. ვერძი, მეომარი 

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს აქვთ მეომრის ინსტინქტი, რომლის შესახებაც თავადაც არ იციან. ვერძი არასოდეს გაურბის ჩხუბს და ყველაფერს აკეთებს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. იცის, როგორ უნდა მოიპოვოს გამარჯვება, სწორედ ამიტომ, წინა ცხოვრებაში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის მეომარი იყო. 

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

2. კურო, ლიდერი

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ წინა ცხოვრებაში იყავით ადამიანი, რომელიც წინ მიუძღვოდა ადამიანების გარკვეულ ჯგუფს. გაქვთ მტკიცე ხასიათი, ზუსტად იცით, რა გსურთ, გაქვთ ლიდერობის უნარი, ამიტომაც შესაძლოა იყავით რომელიმე ტომის ბელადი, ან მებრძოლთა წინამძღოლი. აუცილებლად იქნებოდით ლიდერი.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

3. ტყუპები, ექიმბაში

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ოქროს გული გაქვთ და ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზადაა სხვებს დახმარების ხელი გაუწოდოს. გამოირჩევით მზრუნველი ხასიათით. იცით, როგორ დაამშვიდოთ და ანუგეშოთ ადამიანები. ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენ აუცილებლად იქნებოდით ადამიანი, რომელიც სხვებს განკურნებაში ეხმარებოდა. რომელიც თავისი ცოდნისა და ნიჭის წყალობით შესანიშნავი ექიმბაში იყო და სხვადასხვა სენით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობდა.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

4. კირჩხიბი, დიპლომატი 

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ სხვადასხვა სიტუაციებთან მარტივად ადაპტირდებით. შეგიძლიათ მარტივად წაიკითხოთ ესა თუ ის სიტუაცია და შესაბამისად მოიქცეთ, ხართ ტაქტიანი. სწორედ ამიტომ, წარსულში, დიდი ალბათობით, დიპლომატი იყავით. იცით, როგორ შემოაბრუნოთ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ. ამიტომაც წარსულში, სავარაუდოდ, ჭკვიანი დიპლომატი იყავით, რომელიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

5. ლომი, ხელოვანი

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ემოციული და ძალიან ექსპრესიული ადამიანი ხართ. იცით, რა სურს თქვენს გულს და ამავდროულად იცით, როგორ მიაღწიოთ მიზანს. თქვენ განხვავებული თვალით უყურებთ სამყაროს. წარსულში დიდი ალბათობით იყავით მხატვარი, მსახიობი, ან მოქანდაკე, რომელიც სამყაროს საკუთარი ხელით ქმნიდა.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

6. ქალწული, მოაზროვნე 

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ, რომელსაც ყველა მოვლენაზე საკუთარი უნიკალური აზრი აქვს. თქვენს გონებაში უამრავი საინტერესო მოსაზრებაა. ინტელექტით გამოირჩევით და ადამიანებზე გავლენის მოხდენა შეგიძლიათ. წარსულში დიდი ალბათობით მოაზროვნე, ფილოსოფოსი იყავით და თქვენთან ხშირად მოდიოდნენ ადამიანები რჩევის მისაღებად, სწორედ თქვენ განდობდნენ შვილების განათლებას.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

7. სასწორი, მოსამართლე 

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ სამართლიანი ადამიანი ხართ, რომელიც მარტივად ამჩნევს, ვინ იტყუება და ვინ ცრუობს. დიდი ალბათობით წარსულში მოსამართლე იყავით და ცდილობდით სწორი განაჩენი გამოგეტანათ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

8. მორიელი, პროფესიონალი მკვლელი

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ სახიფათო ადამიანი ხართ. საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევთ, არც დანაშაულის ჩადენაზე, გამოირჩევით შურისმაძიებლური ხასიათით. ასტროლოგების თქმით, წარსულში ცივსისხლიანი მკვლელი იყავით, რომელიც შეუბრალებლად ხოცავდა ადამიანებს.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

9. მშვილდოსანი, მწერალი/მუსიკოსი 

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შრომისმოყვარეცაა და ამავდროულად, გართობისა და მხიარულების გარეშე არ შეუძლია. მრავალმხრივი ნიჭი გაქვთ, თქვენი შინაგანი სამყარო ფერადია, ხართ შემოქმედებითი ადამიანი. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკა და სიტყვები. ამიტომაც ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ წარსულში მწერალი, ან მუსიკოსი იყავით და საკუთარ თავს სწორედ ამ პროფესიებში გამოხატავდით.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

10. თხის რქა, მცველი

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენი ბუნება ასეთია - მუდამ სუსტის დაცვას ცდილობთ, სუსტს მარტო არასოდეს დატოვებთ და ყველაფერს გააკეთებთ მის დასაცავად. წარსულში დიდი ალბათობით იყავით მცველი. შესაძლოა, მეფის დაცვაც გევალებოდათ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

11. მერწყული, ლიდერი, შთამაგონებელი

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

 მერწყულები განსაკუთრებულები ხართ, ვინაიდან თითქმის ყველა თქვენგანი ადამიანების შთაგონების წყარო ხდება. თქვენ შეგიძლიათ ადამიანს წარმატების მიღწევისკენ უბიძგოთ, მოტივაცია გაუჩინოთ. ამიტომაც, წარსულში სწორედ ეს ფუნქცია გქონდათ - იყავით ლიდერი, რომელსაც ადამიანების მოტივირება შეეძლო. შესანიშნავი მხედართმთავარი იქნებოდით, რომლის ჯარიც ყველა ომის მოგებას შეძლებდა.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

12. თევზები, მეოცნებე

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თქვენ სამყაროს განსხვავებულად ხედავთ. არ ცხოვრობთ იმ ჩარჩოებში, რომელსაც საზოგადოება გთავაზობთ, თქვენ ცხოვრების საკუთარი გზა გაქვთ. წარსულში იყავით მეოცნებე, რომელიც ბარიერების დანგრევაზე და რაღაც ახლის შექმნაზე ოცნებობდა და ხშირად იხდენდა კიდეც ოცნებებს.



<a href="https://thedailynet.com/">https://thedailynet.com/</a>