მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ სახლი პოზიტივით აავსოთ და აქციოთ ადგილად, სადაც განტვირთვას შეძლებთ
- 04.06.2018
სახლი განტვირთის და დასვენების ადგილია, სადაც თავს სამყაროში ყველაზე მყუდროდ და დაცულად უნდა გრძნობდეთ. იმისთვის, რომ მყუდრო და რელაქსაციისთვის შესაბამისი გარემო შექმნათ, აუცილებელი ის პოზიტიური აურით იყოს სავსე.
ჩვენ გაგიზიარებთ 4 მარტივ მეთოდს, რომელთა წყალობითაც სახლი დადებითი აურით აივსება:
1. მცენარეები - ეცადეთ სახლში გქონდეთ რაც შეიძლება მეტი მცენარე, განსაკუთრებით კი იმ ოთახში, სადაც დიდ დროს ატარებთ. მცენარეებს აქვთ წარმოუდგენელი ძალა პოზიტიური ენერგიის შექმნის თვალსაზრისით და სადაც ბევრი მცენარეა, ბევრი სიმწვანე, ის საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ მათთვის წყლის დასხმა.
2. წესრიგი - როცა სახლი არეულია, გარშემო უწესრიგობაა და ნივთები მიმოფანტულია, ის ვერ იქნება ადგილი, სადაც ადამიანი დასვენებას და განტვირთვას შეძლებს. ასევე სახლი არ უნდა გადატვირთოთ ბევრი ნივთებით, ბევრი ავეჯით. თუ მინიმალისტურ სტილში მოაწყობთ, ის გაცილებით მყუდრო იქნება და რაც მთავარია, პოზიტიური აურით სავსე.
3. გამორთეთ ტექნოლოგიები - ტექნოლოგიები ჩვენი დროის ადამიანების შფოთვის, სტრესის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. ის, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, აგრესიულს ხდის, სიმშვიდის შენარჩუნებაში უშლის ხელს.
ამიტომ, თუ გინდათ სახლში პოზიტიური და მყუდრო გარემო შექმნათ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გამორთოთ ყველანაირი ტექნოლოგია, ყველანაირი ციფრული მოწყობილობა. სცადეთ უბრალოდ შექმნათ ისეთი გარემო სადაც მარტო დარჩენას შეძლებთ და ცოტა ხნით მაინც თქვით ინტერნეტის საშუალებით დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციაზე უარი.
მოკალათდით წყნარად და დაკავდით მედიტაციით, ან წაიკითხეთ წიგნი, რომლის წაკითხვაც გინდათ, მაგრამ დიდი ხანია ვერ ახერხებთ, რადგანაც უბრალოდ დრო არ გრჩებათ, თქვენ ხომ გამუდმებით „ფეისბუქს“ სქროლავთ?!
4. მოამზადეთ საკუთარი ხელით საჭმელი - სამზარეულოში ფუსფუსი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ ადამიანი ბედნიერდება, როცა საკუთარი ხელით ამზადებს რაიმეს. გარდა ამისა, სახლს სასიამოვნო სურნელით აავსებთ და ეს პოზიტივის კიდევ ერთი წყაროა.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, პრობლემები
<a href="https://diy.allwomenstalk.com">https://diy.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია