ჯანმრთელობა

რა არის პანიკის შეტევა და როგორ უნდა ებრძოლოთ მას?

რა არის პანიკის შეტევა და როგორ უნდა ებრძოლოთ მას?

ყოველთვის ერთნაირად იწყება - გრძნობთ, როგორ ხშირდება გულისცემა, გგონიათ, რომ ყველაფერი დამთავრდა, სხეული ცხელდება და თითქოს სუნთქვა გეკვრით. თუმცა რეალურად არაფერი ხდება და შემდეგ გაწუხებთ ფიქრები, თუ რა მოხდა, რატომ იგრძენით თავი ასე არაკომფორტულად და უსვამთ საკუთარ თავს კითხვას - „ხომ არ ვკვდები“?

გიჩნდებათ შიში სადმე წასვლის, ფიქრობთ, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, რომ ქუჩაში ცუდად გახდებით, ან უარეს შემთხვევაში, მოკვდებით. ეს ფიქრი თავს არ განებებთ და როცა მიდიხართ, მართლაც მეორდება იგივე - გულის ცემა ხშირდება, თითქოს თვალები გიბნელდებათ, ჰაერი არ გყოფნით და გგონიათ, რომ გულის შეტევა გაქვთ.

რა არის პანიკის შეტევა და როგორ უნდა ებრძოლოთ მას?

სინამდვილეში საქმე პანიკის შეტევასთან გვაქვს, საქმე გვაქვს ცუდად გახდომის შიშთან, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გულისრევის, თავბრუსხვევის შეგრძნებას იწვევს, გგონიათ, რომ იგუდებით.

მედიკოსები ამბობენ, რომ ამ დროს ზოგიერთ ადამიანს დიარეა აწუხებს, ისინი ტირიან გაუცნობიერებლად და საშინელ თავის ტკივილს გრძნობენ. ადამიანი კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს.

რა არის პანიკის შეტევა და როგორ უნდა ებრძოლოთ მას?

პანიკის შეტევა ერთ წუთზე მეტხანს არ გრძელდება, მაგრამ გგონიათ, რომ ამ ერთ წუთში მთელი წელი გავიდა. მთელი გონებით ამ დროს შეპყრობილი ხართ შიშით, რომ რაღაც ცუდი დაგემართებათ და ამ შიშს ვერაფერს უხერხებთ. კიდევ უფრო გაწუხებთ უძლურების განცდა, განცდა იმისა, რომ ვერ უმკლავდებით ემოციებს.

გონება და სხეული დამშვიდებას თავისით იწყებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტად ცდილობთ პანიკის შიშის დამარცხებას, მით უფრო მეტად გეშინიათ, თქვენს მცდელობას საპირისპირო ეფექტი აქვს და საუკეთესო გამოსავალი ამ დროს დანებებაა. უბრალოდ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ასეთი და ნახავთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის. უნდა შეწყვიტოთ ბრძოლა და პანიკის შეტევის დამარცხების მცდელობა.

რა არის პანიკის შეტევა და როგორ უნდა ებრძოლოთ მას?

ადამიანები, რომლებსაც პანიკის შეტევა აქვთ, აწუხებთ ფიქრი იმის შესახებ, რომ ეს საჯარო სივრცეში, საყვარელი ადამიანის გვერდით დაემართებათ და ამის გამო კიდევ უფრო მეტად ნერვიულობენ და შედეგად პანიკა კიდევ უფრო მეტად პროვოცირდება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ალექსის შუსტერისგან, რომელსაც პანიკის შეტევა აწუხებდა და მისი დამარცხება შეძლო.

1. ესაუბრეთ თერაპევტს - ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი თერაპიაში უნდა გაატაროთ. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ვიზიტი აღმოჩნდეს საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად.

2. დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც დაგამშვიდებთ - მაგალითად, დაკავდით იოგით, მედიტაციით, რეგულარულად ივარიშეთ. შედეგად ისწავლით სწორად სუნთქვას და შემდეგ ჯერზე, როცა კვლავ პანიკის შეტევა გექნებათ, შეძლებთ უფრო სწრაფად დაამშვიდოთ თქვენი გონება და სხეული.

რა არის პანიკის შეტევა და როგორ უნდა ებრძოლოთ მას?

3. დაწერეთ - დაწერეთ თქვენი შიშების შესახებ, დაწერეთ იმ გრძნობების შესახებ, რომელიც პანიკის შეტევის დროს გეუფლებათ. ეს რეალურად ძალიან სასარგებლოა პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით.

4. დაურეკეთ პანიკის შეტევის დროს ახლობელს, მეგობარს, ოჯახის წევრს - ეს რეალურად ძალიან დაგეხმარებათ. ის შეგახსენებთ, რომ საშიში არაფერია და უფრო მარტივად შეძლებთ დამშვიდებას. „მე ყოველთვის ჩემ დას ვურეკავდი ასეთ დროს და მისი ხმის გაგონება საუკეთესო რამ იყო იმ წუთას“, - იხსენებს ალექსისი.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ გვერდით მყოფს პანიკის შეტევა აქვს?

1. ჰკითხეთ მას, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ - მაგრამ მეტს ნურაფერს ეტყვით, რადგანაც თუ ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენთ, თუ ისე მოიქცევით, რომ რაღაც საშინელება ხდება, მას კიდევ უფრო გაუჭირდება დამშვიდება.

2. ნუ ჩაერევით, თუ მას არ სურს, რომ ვინმე დაეხმაროს - უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის თავს ძალიან არასასიამოვნო, არაკომფორტული რამ ხდება, რაც ძალიან აშინებს და რის გამოც ძალიან წუხს, თუმცა არც თავად იცის ამის მიზეზი. თუ ამბობს, რომ არ სურს თქვენი დამხარება, პატივი ეცით მის სურვილს, თუმცა უთხარით, რომ თუ დასჭირდება იქ ხართ და დაეხმარებით.

რა არის პანიკის შეტევა და როგორ უნდა ებრძოლოთ მას?

3. ნუ ეტყვით მას, რომ დამშვიდდეს - „დამშვიდი“, „მოეშვი“, „ნუ დარდობ“, „ყველაფერი კარგად იქნება“, - ეს ის სიტყვებია, რომლებიც მართლა არ ჭრის ამ დროს და კიდევ უფრო აშფოთებს თქვენ გვერდით მყოფს. ასე რომ, სჯობს საერთოდ არაფერი უთხრათ.

4. გამოიჩინეთ თანაგრძნობა, რამდენადაც შეგიძლიათ - პანიკის შეტევას ადამიანი ძალით არ იწვევს, ეს იმის გამო არ ხდება, რომ მას ყურადღების მიპყრობა სურს. ის რეალურად ძალიან დიდ სირთულეს ებრძვის და ნუ დაიწყებთ მის განსჯას, ეს არ დაეხმარება. გაცილებით უფრო კარგ საქმეს გააკეთებთ, თუ ერთ ჭიქა წყალს მიუტანთ.



<a href="https://greatist.com/">https://greatist.com/</a>