მშობლები

რა არის ემოციური ინტელექტი და როგორ გახდის ის თქვენს შვილს წარმატებულს

რა არის ემოციური ინტელექტი და როგორ გახდის ის თქვენს შვილს წარმატებულს

მაინც რა არის ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი და ემოციურობა - ეს ერთი და იგივე არ არის. ემოციური ინტელექტი გააჩნია ადამიანს, რომელსაც შეუძლია:

· საკუთარი ემოციების გაგება და აღქმა

· მართოს საკუთარი ქცევა ამა თუ იმ ემოციების დროს

· იმის გაგება, თუ რა ემოციებს განიცდიან სხვა ადამიანები

· გამოიყენოს ცოდნა საკუთარი და სხვისი ემოციების შესახებ პიროვნებებს შორის ურთიერთობებისთვის

რისთვის არის ის საჭირო

თანამედროვე ფსიქოლოგები თვლიან, რომ განვითარებული ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ხდებიან კარგი გუნდური მოთამაშეები, ლიდერები. მათ შეუძლიათ წაიყვანონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. პროფესიონალური ცოდნა, რა თქმა უნდა, ასევე სჭირდება ადამიანს პიროვნული და კარიერული ზრდისთვის. მაგრამ ემოციურ ინტელექტს ჩვენ ადრეული ასაკიდან ვეუფლებით, თანაც შეუგნებლად. ამიტომ მშობლებმა უნდა იფიქრონ შვილების მომავალზე და დაეხმარონ მათ გრძნობების მრავალწახნაგოვან სამყაროში.

რა არის ემოციური ინტელექტი და როგორ გახდის ის თქვენს შვილს წარმატებულს

მშობლების ზოგიერთი შეცდომა

ფსიქოლოგი ჯონ გოტმანი გამოყოფს მშობლების 3 ტიპს, რომლებსაც არასწორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვური ემოციების მიმართ:

· მშობლები, რომლებიც უარყოფენ ემოციებს. ისინი იკატუნებენ თავს, რომ ბავშვის განცდები - სისულელეა, ცდილობენ გადაიტანონ მათი ყურადღება სხვა რამეზე.

· მშობლები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ემოციებს. ისინი აღიქვამენ უარყოფით ემოციებს, როგორც არასწორს და ხშირად სჯიან ბავშვებს ამის გამო.

· მშობლები, რომლებიც არ ერევიან. ისინი ხედავენ ბავშვურ ემოციებს, მაგრამ არ იციან, როგორ დაეხმარონ მათ, ამიტომ ისე იქცევიან, თითქოს არაფერი არ მოხდა.

ასეთი მიდგომა არ მისცემს საშუალებას ბავშვს სწორად შეაფასოს საკუთარი და სხვისი ემოციები. ფსიქოლოგები გამოყოფენ აღზრდის რამდენიმე ოქროს წესს, რომლებიც უნდა დაიცვათ.

რა არ უნდა გააკეთონ მშობლებმა

· უთხრან ბავშვს, რას გააკეთებდნენ მის ადგილზე ან რა უნდა იგრძნოს

· დასაჯონ ბავშვი გრძნობების გამომჟღავნებისთვის

· დადგნენ განზე, როცა ბავშვი დახმარებას საჭიროებს

· ეცადონ დააყენონ საკუთარი თავი ბავშვის ადგილზე. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მისი პრობლემა დაუსაბუთებელია. გახსოვდეთ, რომ თქვენ სხვანაირად აღიქვამთ სამყაროს. ბავშვმა არ უნდა ნახოს თქვენი არასერიოზული დამოკიდებულება მისი პრობლემისადმი.

· უთხრან ბავშვს, რომ მისი პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, ზოგიერთი ადამიანები კი უარესად ცხოვრობენ.

რა არის ემოციური ინტელექტი და როგორ გახდის ის თქვენს შვილს წარმატებულს

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა

· თუ ბავშვმა გააკეთა რაღაც არასასურველი, მოახდინეთ მისი საქციელისა და თქვენი გრძნობების კომენტარი

· აჩვენეთ ბავშვის პრობლემების დაინტერესება და უსიტყვო მხარდაჭერა. ეცადეთ მონახოთ საბაბი, რომ შეაქოთ ის

· ეცადეთ გაიგოთ, რა ემოციებს განიცდის ბავშვი

· მოისმინეთ ბავშვის პასუხი და დაეხმარეთ აღწეროს სიტყვებით საკუთარი გრძნობები

· განიხილეთ ბავშვთან ერთად, როგორ შეიძლება მისი პრობლემის მოგვარება ახლა და რისი გაკეთება შეიძლება, თუ ის განმეორდება

ასეთი ქმედებები დაეხმარებიან მშობლებს დაამყარონ შვილებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გარდატეხის პერიოდში ბავშვები გადიან ჩამოყალიბებისა და ჰორმონალური ცვლილებების რთულ პერიოდს. ამ დროს არ უნდა მოახვიოთ მათ დახმარება. მითუმეტეს დაუკითხავად ჩაერიოთ მათ პირად ცხოვრებაში - წაიკითხოთ წერილები და დღიურები. ასე შეიძლება ნდობა დაკარგოთ.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>