1. ძალიან ნაადრევი ქორწინება ან ქორწინება 32 წელზე ზემოთ
ეს იმით აიხსნება, რომ 25 წლამდე ადამიანებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ საჭირო მოწიფულობა და აქვთ განათლების უფრო დაბალი დონე, რაც ზრდის განქორწინების რისკს. მეორეს მხრივ, ადამიანები იმიტომ ქორწინდებიან გვიან, რომ ძნელად პოულობენ მეწყვილეს და შეიძლება შეცდნენ.
2. ცოლი ქმარზე უფროსია
მაგალითად, წყვილები, სადაც ცოლი 5 წლით ან მეტით არის დიდი ქმარზე, 3-ჯერ უფრო ხშირად ეყრებიან ერთმანეთს, ვიდრე თანატოლი წყვილები. ამას ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ქორწინებების მიმართ, რაც ხშირად ზრდის სტრესის დონეს ურთიერთობებში; სხვადასხვა შეხედულებები შვილების დაგეგმვაზე და ა.შ.
3. ოჯახში ორი ქალიშვილი იზრდება
სტატისტიკის მიხედვით, ოჯახები, სადაც ორი გოგონა იზრდება, 43 %-ით უფრო ხშირად შორდებიან, ვიდრე ისინი, ვინც ზრდის ორ ვაჟიშვილს. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ მამები უფრო მეტად არიან ჩართულები ბიჭების აღზრდაში და ნაკლებად გადააქვთ ყურადღება ოჯახურ უსიამოვნებებზე.
4. ქორწინებისთვის „შეუფერებელი“ პროფესია
კვლევებმა აჩვენეს, რომ მეუღლეების ზოგიერთი პროფესია ზრდის განქორწინების ალბათობას, მათ შორის არა მხოლოდ პოლიციელები და სამხედროები არიან, არამედ მოცეკვავეებიც, ბარმენები, მედდები, ფსიქოლოგები. ამ პროფესიების წარმომადგენლები ბევრ დროს უთმობენ სამსახურს და ადამიანებთან ახლო ურთიერთობების მეტი წილი ხდება სამსახურში, რაც ნეგატიურად აისახება ოჯახურ ატმოსფეროზე.
5. ცოლი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე ქმარი
ამერიკელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ქორწინებები, სადაც მეუღლეებს გააჩნიათ დაახლოებით ერთნაირი შემოსავალი, უფრო მეტად არიან მიდრეკილები განქორწინებისკენ, ვიდრე ისინი, სადაც ცოლს ნაკლები შემოსავალი აქვს. ასევე გაირკვა, რომ თუ ქალის შემოსავალი შეადგენს ოჯახური ბიუჯეტის 60 % ან მეტს, განქორწინების რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე იმ წყვილებში, სადაც ცოლს კაპიკიც კი არ შემოაქვს ოჯახურ ყულაბაში.
6. ონლაინ ნაცნობობა
ონლაინ-ნაცნობობა არც ისეთი საიმედო ფუნდამენტს წარმოადგენს მყარი ოჯახისთვის. უამრავი წყვილის გამოკვლევამ მიიყვანა დასკვნამდე, რომ ასეთი წყვილები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად შორდებიან, ვიდრე ისინი, ვინც გაიცნეს ერთმანეთი რეალურ ცხოვრებაში. მეცნიერები იმით ხსნიან ამას, რომ ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები, რომლებმაც ერთმანეთი ინტერნეტით იპოვეს, უფრო განწყობილები არიან რომანტიკულ ურთიერთობებზე, ვიდრე ოჯახის შექმნაზე.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია