ჯანმრთელობა

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ასპირინის გამოყენებას, ტკივილისა და გაციების გარდა, სხვა დანიშნულებითაც შეძლებდით? როგორც კვლევებმა აჩვენა, ასპირინს შეუძლია, ბევრ სხვა შემთხვევაშიც გაგვაოცოს. ამის შესახებ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის. გსურთ, გაიგოთ მისი გასაოცარი შესაძლებლობების შესახებ? განაგრძეთ კითხვა:

1. ამცირებს აკნეს

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

დიახ, დიახ! არ მოგესმათ. ასპირინი ამცირებს აკნეს ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით. 2-3 ტაბლეტი ასპირინი დაფხვენით და შეურიეთ ლიმონის წვენს. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. მისი გამოყენების შემდეგ, მოერიდეთ მზეზე გასვლას.

2. იცავს მწერების ნაკბენებისგან

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ასპირინს შეუძლია, დაგვიცვას მწერების ნაკბენებისგან ან შეამციროს უკვე არსებული ნაკბენებისგან გამოწვეული ქავილი და შეშუპება. დაფხვნილი ასპირინი წყალში აურიეთ და მიღებული მასა რამდენიმე წუთით დაიდეთ ნაკბენებზე.

3. ამცირებს ლაქებს კანზე

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ასპირინი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იხსნება ცხიმებში და შედის სახის მოვლის ისეთ კრემებში, რომლებსაც კანის წმენდისა და ბრწყინვალებისთვის იყენებენ. 7 აბი დაფხვნილი ასპირინი შეურიეთ 3 სუფრის კოვზ მაწონს და ერთ სუფრის კოვზ თაფლს. დაიდეთ ნიღაბი სუფთა კანზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. იგი კანს გაწმენდს და დაარბილებს. ეს ნიღაბი შეამცირებს ლაქებს თქვენს კანზე და ფორების ჩაკეტვის საშიშროებასაც აგაცილებთ.

4. აქრობს ქერტლს

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ქერტლი არა მარტო ქავილით გვაბეზრებს თავს, არამედ საკმაოდ არაესთეტიკურიცაა. იმისთვის, რომ მისგან განთავისუფლდეთ, თქვენს შამპუნს 2 აბი დაფხვნილი ასპირინი შეურიეთ.

5. სკრაბის ფუნქციაც აქვს

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ასპირინი შესანიშნავი საშუალებაა კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. გარდა ამისა, ის არ იწვევს ჭარბ ცხიმიანობას და ავიწროებს გაფართოებულ ფორებს. დაფხვნილი ასპირინი გაურიეთ მხოლოდ წყალს და დატოვეთ ის რამდენიმე წუთით. შემდეგ ნაზად დაიტანეთ კანზე, რათა მისი გაღიზიანება არ გამოიწვიოთ.

6. აქრობს მაზოლებს

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ასპირინის ტაბლეტები არბილებს ფეხის ქუსლს და აშორებს მას მკვდარ უჯრედებს. დაფხვენით 7 აბი ასპირინი, დაუმატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, მიღებული მასა წაისვით ფეხზე და დაითბუნეთ. შემდეგ მაზოლები და უხეში კანი მოიშორეთ.

7. აღადგენს დაზიანებულ თმას

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

ჯანმრთელი და მბზინავი თმისთვის გამოიყენეთ ასპირინი. ჭიქა წყალში გაურიეთ ასპირინი და გადაივლეთ სუფთა თმაზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

8. აშორებს ოფლისგან გაჩენილ ლაქებს ტანსაცმელს

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

არც მეტი, არც ნაკლები, ასპირინი თქვენს ტანსაცმელზეც ზრუნავს. გახსენით ასპირინი თბილ წყალში. შემდეგ დაასხით დალაქავებულ ადგილებს და დატოვეთ ის მთელი ღამის განმავლობაში. დილას შეგიძლიათ, ჩვეულებრივად გარეცხოთ და დატკბეთ შედეგით.

9. აშორებს აბაზანას საპნის ლაქებს

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

თუ თქვენი სააბაზანოს ესთეტიკურობისთვის აუცილებლად მიგაჩნიათ, გააქროთ საპნის ლაქები, ამისთვის ასპირინის დაფხვნილი აბები შეურიეთ თქვენს საწმენდ საშუალებებს. მოასხით საჭირო ადგილებში და ნახევარი საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ, ნებისმიერი ჭუჭყი მარტივად გააქროთ სააბაზანოდან.

10. ხელს უშლის ყვავილების ჭკნობას

ასპირინის დამატებითი დანიშნულებები

იმისთვის, რომ ყვავილებმა ლარნაკში დიდხანს გაძლოს, წყალში ჩაამატეთ ასპირინი. ეს მეთოდი განსაკუთრებით განმაცვიფრებელ შედეგს იძლევა ვარდების შემთხვევაში.

ყველა ამ პროცედურის ცდამდე, გირჩევთ, აზრი ჰკითხოთ თქვენს დერმატოლოგს, რადგან სხვადასხვა ტიპის კანის შემთხვევაში, შესაძლოა, ინდივიდუალური შედეგი მივიღოთ.



წყარო:&nbsp;<a href="https://brightside.me/inspiration-tips-and-tricks/ten-surprising-uses-of-aspirin-you-did-not-know-about-232210/" target="_blank">brightside.me</a>