რატომ უქვეითდება ქალს სექსის სურვილი ბავშვის გაჩენის შემდეგ - როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა?
- 18.06.2018
ბავშვის გაჩენის შემდეგ ზოგიერთი ქალისთვის სექსი ერთგვარ შიშს უკავშირდება და სექსის გაცილებით ნაკლები სურვილი აქვს, ან საერთოდ აღარ აქვს სექსის სურვილი და არ აქვს მნიშვნელობა მან ბუნებრივი გზით გააჩინა შვილი, თუ საკეისრო კვეთით.
ამ დროს ქალი მთლიანად ორიენტირებულია ბავშვის მოვლაზე, ცოტა შეშინებულია და რა თქმა უნდა, მის ორგანიზმში დიდი ცვლილებებია, რაც ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდება, ხოლო ამის გამო ლიბიდო აღარაა აქტიური, შესაბამისად, სექსის სურვილი დაქვეითებულია.
გეტყვით, რომ ეს არ უნდა გახდეს სტრესის, შეშფოთების და ნერვიულობის მიზეზი, რადგანაც ყოველივე აბსოლუტურად ნორმალურია. არ იფიქროთ, რომ ეს დიდხანს გასტანს და ჩვეულ ფორმას ვეღარ დაუბრუნდებით.
„მე ყოველთვის ვეუბნები ქალებს, რომ ეს არ გაგრძელდება დიდი დროის განმავლობაში და რომ მალევე დაუბრუნდებიან ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას. უმეტესი ქალის შემთხვევაში ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბავშვს ბუნებრივ კვებას თავს დაანებებინებს“, - ამბობს ფსიქოლოგი და სექსოლოგი მარიან რაიანი.
რაიანის განმარტებით, ლიბიდოს აქტივობა განსაკუთრებით ქვეითდება იმ ქალებში, რომლებიც ბუნებრივი გზით კვებავენ ახალშობილებს და რამდენიმე თვეში, როცა უკვე ბავშვს აღარ დასჭირდება ბუნებრივი კვება, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
„აუცილებლად უნდა იყოთ წინასწარ ამისთვის მზად. ესაუბრეთ ექიმს, თერაპევტს. მშობიარობას როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიური კუთხითაც მზად უნდა შეხვდეთ და პოსტმშობიარობის პერიოდი აღარ იქნება ისეთი რთული.
რა თქმა უნდა, მას თან ახლავს ბევრი ისეთი რამ, რაც დისკომფორტს შეგიქმნით, მაგრამ ყველაფერს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად უნდა შეხვდეთ“, - ურჩევს ქალებს რაიანი.
ის ასევე გირჩევთ, რომ გააკეთოთ კეგელის ვარჯიშები. შესაძლოა, ამბიციურად და რთულად ჟღერს დღის განმავლობაში 100-ჯერ ამ ვარჯიშის გაკეთება, მაგრამ სანაცვლოდ პრობლემის მოგვარებას უფრო მალე შეძლებთ.
აღსანიშნავია რომ თუ ამ ვარჯიშს სწორად არ გააკეთებთ და სიზუსტეს არ დაიცავთ, შედეგს ვერ მიიღებთ. „თუ შეცდომით ივარჯიშებთ, ეს მხოლოდ დროის დაკარგვა იქნება“, - ამბობს რაიანი.
ასევე, როგორც უკვე ვთქვით, ბავშვის გაჩენა რთული პროცესია და ბევრ ცვლილებებს იწვევს ქალის ორგანიზმში, ვაგინა გამომშრალია, ლიბიდო აღარაა აქტიური და ბუნებრივია რომ სექსის სურვილი არ გაქვთ.
წარმატებული სექსუალური ცხოვრების გაგრძელებას შეძლებთ, თუ ღიად ისაუბრებთ პრობლემის შესახებ პარტნიორთან.
„ბევრი პარტნიორი ვერ იგებს, თუ რა არის ყოველივეს მიზეზი, რატომ აღარ უნდა ქალს სექსი. მამაკაცი თვლის, რომ საყვარელი ქალი მას უარყოფს, ამიტომაც უმჯობესია, თუ აუხსნით მას პრობლემის არსს. შედეგად, გაცილებით მალე და უმტკივნეულოდ შეძლებთ პრობლემის მოგვარებას“, - ამბობს სექსოლოგი.
თემები: ორსულობა, სექსის პოზები ორსულებისთვის, ორსულობისთვის მზადება, ემოციები, ემოციების მართვა
<a href="https://www.glam.com">https://www.glam.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია