სილამაზე

როგორ გავნთავისუფლდეთ ჩაბრუნებული თმისგან ეპილაციის შემდეგ

როგორ გავნთავისუფლდეთ ჩაბრუნებული თმისგან ეპილაციის შემდეგ

რატომ ბრუნდება თმა

თუ ჩაბრუნებული თმა ადრეული ასაკიდან თქვენი პრობლემაა, დიდი ალბათობაა, რომ კანის ზედა ფენის აქერცვლის დარღვევა, ანუ ჰიპერკერატოზი გაწუხებთ. თუ თქვენი კანი ზედმეტად მშრალია და უფერული, მაშინ ეს ნამდვილად ჰიპერკერატოზია. მაგრამ ხშირად თმის ჩაბრუნება ხდება ცვილის დეპილაციის შემდეგ.

როგორ გავნთავისუფლდეთ ჩაბრუნებული თმისგან ეპილაციის შემდეგ

თუ პროცედურის შემდეგ რამდენიმე დღეში კანი დაიფარა წვრილი გამონაყარით, „მადლობა” უთხარით სპეციალისტს, რომელმაც გაგიკეთათ დეპილაცია. ცვილის დეპილაციის დროს მნიშვნელოვანია ყველაფერი: დახრის კუთხე, ახევის ძალა. სპეციალისტის უზუსტობა კი ცვლის თმის ზრდის მიმართულებას, რაც იწვევს მის ჩაბრუნებას.

სად ხდება ჩაბრუნება

როგორ გავნთავისუფლდეთ ჩაბრუნებული თმისგან ეპილაციის შემდეგ

ფეხზე ჩაზრდილი თმა - ეს კიდევ ნახევარი უბედურებაა, აი როცა საქმე ეხება ბიკინის... კანი იქ ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, მცირე გაღიზიანებაც კი საშინელ დისკომფორტს იწვევს. სხვათა შორის, მამაკაცებსაც კი აწუხებთ ეს პრობლემა - განსაკუთრებული ყურადღების ზონაშია წვერი და კისერი. ამ ზონებში გაჩენილ ანთებებს უწოდებენ ფსევდოფოლიკულიტს. სწორედ ჩაბრუნებული თმა ხდება მისი მიზეზი.

როგორ გავნთავისუფლდეთ ჩაბრუნებული თმისგან ეპილაციის შემდეგ

რა უნდა გააკეთოთ

ჩაბრუნებული თმა - ეს არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა. ეს ანთებაა, რომელსაც შეუძლია შეეხოს არა მხოლოდ კანის მცირე ზონას, არამედ საკმაოდ დიდ „ტერიტორიასაც“. ამიტომ, თუ ხშირად გაწუხებთ ეს პრობლემა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩაბრუნებული თმის გამო იწყებოდა აბსცესი. მისი მოშორება კი - ქირურგის პრეროგატივაა. რა შეიძლება დაგეხმაროთ ამ შემთხვევაში?

როგორ გავნთავისუფლდეთ ჩაბრუნებული თმისგან ეპილაციის შემდეგ

· ანთების საწინააღმდეგო მალამოები და კრემები. მაგრამ ისინი ექიმმა უნდა გამოგიწეროთ, არ გაბედოთ თვითმკურნალობა.

· ანთებითი კერის მექანიკური გაკვეთა. საჭიროებისამებრ ესეც ექიმის კაბინეტში კეთდება. ეს არ არის მტკივნეული და საშუალებას აძლევს ჩაზრდილ თმას „გაიკვალოს გზა“.

· პილინგის გამოყენება და მუდმივი დატენიანება. ეს მოგცემთ საშუალებას უფრო სწრაფად განთავისუფლდეთ უკვე არსებული ჩაბრუნებული თმისგან და შეამციროთ მათი გაჩენის რისკი მომავალში.

· თმის მოშორება ლაზერული ეპილაციით. ეს საშუალება ყველაზე ეფექტურია. თანამედროვე ლაზერული აპარატები საშუალებას გაძლევთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ არასასურველი თმისგან. თმა ნადგურდება ლაზერის თბოენერგიით, მისი ნარჩენები კი იშლება იმუნური სისტემის უჯრედებით. ერთი სეანსით შეგიძლიათ მოაგვაროთ ჩაბრუნებული თმის პრობლემა, 4-5 სეანსით კი სამუდამოდ განთავისუფლდეთ არასასურველი თმისგან.

· თუ მამაკაცსაც აწუხებს ჩაბრუნებული თმის პრობლემა, ლაზერული ეპილაცია მასაც მოუხდება. ეს არ შეუშლის ხელს მომავალში მოუშვას წვერი, სამაგიეროდ ერთი პროცედურით ის განთავისუფლდება ჩაბრუნებებისგან.



<a href="https://www.cosmo.ru/">https://www.cosmo.ru/</a>