LIFE

8 ნიშანი იმისა, რომ გარშემომყოფებს თქვენთვის ცუდი უნდათ და თქვენი წარმატება აღიზიანებთ

8 ნიშანი იმისა, რომ გარშემომყოფებს თქვენთვის ცუდი უნდათ და თქვენი წარმატება აღიზიანებთ

ჩვენი გარშემომყოფები უდიდეს გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ადამიანებად ვყალიბდებით და არ აქვს მნიშვნელობა ვაღიარებთ თუ არა ამას, ან მოგვწონს თუ არა აღნიშნული ფაქტი.

ყველა ჩვენგანს გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც წარმატებისკენ უბიძგებს, მოტივაციას გაუჩენს, კი არ განსჯის, არამედ რეალობის სწორად აღქმაში დაეხმარება.

ბედნიერი ხართ თუკი ასეთი ადამიანი, ან ადამიანები გყავთ გარშემო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენდაუნებურად ისეთების გარემოცვაში აღმოვჩნდებით ხოლმე, რომლებსაც ჩვენი წარმატება არ ახარებთ და ცდილობენ ცუდი გავლენა მოახდინონ ჩვენზე.

ვნახოთ მსგავსი ადამიანების 8 ნიშანი. თუ თქვენს გარშემომყოფებს რომელიმე მათგანი მაინც შენიშნეთ, ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ მათგან.

1. მას არასოდეს არ აქვს დრო თქვენთვის - თუ ერთხელაც არ მოგწერთ, არასოდეს ინტერესდება იმით, თუ როგორ ხართ, მაგრამ როცა სჭირდებით მაშინვე გირეკავთ და დახმარებას გთხოვთ, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენს გამოყენებაზე ფიქრობს. ნუ გამოაყენებინებთ საკუთარ თავს. 

8 ნიშანი იმისა, რომ გარშემომყოფებს თქვენთვის ცუდი უნდათ და თქვენი წარმატება აღიზიანებთ

2. მას არ შეუძლია მიიღოს თქვენი წარსული და შეცდომები - წარსული ყველას გვაქვს და ყველას დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ თუ ამ შეცდომებს ვიღაც გამუდმებით შეგახსენებთ, წარსულის მძიმე გამოცდილებას გამუდმებით გაგახსენებთ, ამით ის მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებას გაგირთულებთ და სჯობს, მსგავსი ადამიანისგან თავი შორს დაიჭიროთ.

3. მას სიამოვნებას ჰგვრის იმის ნახვა, თუ როგორ იმსხვრევა თქვენი ოცნებები - არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ვერ იტანენ, როცა ბედნიერს და წარმატებულს გხედავენ და ამ დროს ძალიან მოწყენილები ხდებიან. ისიც კი არ შეუძლიათ, რომ წარმატება მოგილოცონ. მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ მათგან თავი.

4. ის თქვენზე ზეწოლას ახდენს, გაიძულებთ რაღაცების გაკეთებას, ან რაღაცებზე უარის თქმას - ჯანსაღია ურთიერთობა მაშინ, როცა ადამიანები ერთმანეთის მისწრაფებებს და ინეტერესებს პატივს სცემენ და ხელს უწყობენ წარმატების მიღწევაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ და ხელი აგაღებინონ იმ საქმის კეთებაზე, რომელიც მოგწონთ და გიყვართ. გახსოვდეთ, რომ არავის გამო არ უნდა თქვათ უარი საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებზე, ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენ უნდა მართოთ ის. 

8 ნიშანი იმისა, რომ გარშემომყოფებს თქვენთვის ცუდი უნდათ და თქვენი წარმატება აღიზიანებთ

5. ისინი არასოდეს გეუბნებიან სიმართლეს და თქვენით მანიპულირებას ცდილობენ - ნუ მისცემთ ვინმეს საშუალებას ბინძური თამაშის მსხვერპლი გაგხადოთ. თუ ხედავთ, რომ ადამიანი გამუდმებით თქვენს მოტყუებას ცდილობს, თქვენით მანიპულირებს, რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ მისგან თავი. 

6. მათი ნეგატიური განწყობა თქვენზეც გადმოდის - არიან ადამიანები, რომლებიც გარშემო მხოლოდ ნეგატივს აფრქვევენ, არასდროს არაფრის იმედი არ აქვთ, სულ ცუდ ხასიათზე არიან და ასეთი განწყობა ბუნებრივია, თქვენზე უარყოფითად მოქმედებს. 

7. ხედავთ, რომ თქვენზე საშინლად ეჭვიანობენ - ეჭვიანობენ და შურთ, რადგან თვლიან, რომ მათზე წარმატებულები ხართ, მათზე კარგად გამოიყურებით, მათზე უფრო მოვლილები ხართ და უფრო საიბტერესო ცხოვრება გაქვთ. ამიტომ, ეცადეთ ურთიერთობის დასაწყისშივე შენიშნოთ ეს და მსგავსი ადამიანებისგან შორს დაიჭიროთ თავი. 

8 ნიშანი იმისა, რომ გარშემომყოფებს თქვენთვის ცუდი უნდათ და თქვენი წარმატება აღიზიანებთ

8. ისინი თქვენ შეცვლას ცდილობენ - როცა ადამიანი გიყვარს, ის უნდა მიიღო თავისი სისუსტითა და ძლიერი მხარეებით, შიშებით, ოცნებებით, შეცდომებით და იმედებით და მისი შეცვლა არ უნდა სცადო. თუ ადამიანი თქვენ შეცვლას ცდილობს, ეს ნიშნავს, რომ სრულებით არ უყვარხართ და პატივს არ გცემთ.



<a href="http://thepowerofsilence.co">http://thepowerofsilence.co</a>