LIFE

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ყოველთვის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ეს არ არის მსოფლიოში ერთადერთი სამეფო ოჯახი.

ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დედოფალზე შევაჩერებთ. ის არის ბჰუტანის მომხიბვლელი დედოფალი, ჯეთსუნ პემა ვანგჩუკი.

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

ჯეთსუნ პემას დედოფლის გვირგვინი 21 წლის ასაკში დაადგეს. ახლა ის 27 წლისაა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დედოფალია.

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

სანამ ბჰუტანის მეფეს გაჰყვებოდა ცოლად, ის ინგლისში სწავლობდა. ჯეთსუნ პემა საერთაშორისო ურიერთობებსა და ფსიქოლოგიას დაეუფლა. ასევე, ლონდონში ხელოვნების ისტორიასაც სწავლობდა.

როდესაც ბჰუტანში დაბრუნდა მას უთხრეს, რომ მისი ცოლად შერთვა მის უდიდებულესობას, მეფეს, ჯიგმე ხესარ ნამგუელ ვანგჩუკს სურდა, რომელსაც დრაკონების მეფესაც უწოდებენ.

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

მეფე დიდხანს იცდიდა, სანამ დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებდა. დაქორწინების გადაწყვეტილება მან 31 წლის ასაკში მიიღო, რაც ბჰუტანში ქორწინებისთვის საკმაოდ ხანდაზმულ ასაკად ითვლება.

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

„მე დიდი ხანია ვიცდი, რადგანაც ვთვლი, რომ უნდა დაქორწინდე მაშინ, როცა შენ შესაფერ ადამიანს შეხვდები და ახლა სწორედ ასეთ ადამიანს შევხვდი“, - ამბობდა ჯიგმე, როცა ჯეთსუნზე ქორწინების გადაწყვეტილება მიიღო.

2016 წლის თებერვალში სამეფო წყვილს ვაჟი, პრინცი ჯიგმე ნამგუელ ვანგჩუკი შეეძინა.

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

დედოფალი აქტიურადაა ჩართული საქველმოქედო საქმიანობაში და ის ხალხს ძალიან უყვარს.

ვინ არის და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედოფალი?

ჯეთსუნ პემა ჩართულია ასევე ბჰუტანში წითელი ჯვრის საქმიანობაში, ასევე ხელმძღვანელობს ბუნების დაცვის ორგანიზაციას.



<a href="https://www.elle.com">https://www.elle.com</a>