ფოტოს ერთი პოზა, რომელიც „ინსტაგრამს“ ეპიდემიასავით მოედო - როგორი ფოტოებია ზაფხულში ყველაზე ტრენდული
- 04.07.2018
ქალების დიდ ნაწილს გვიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. რა თქმა უნდა, ის არ არის კომფორტული, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვიზუალს უფრო ლამაზს და მომხიბვლელს ხდის.
როგორც ჩანს, მოდური ბლოგერები და მოდელები ზღვის სანაპიროზეც ვერ ივიწყებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
თუ მათ ზაფხულის ფოტოებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისინი ფოტოებში ისე პოზირებენ, თითქოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვიათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი ფოტოები 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდია და ის „ინსტაგრამს“ ეპიდემიასავით მოედო.
ასეთი ფოტოს გადასაღებად საკმარისია წარმოიდგინოთ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ, ფეხის წვერებზე დადგეთ და ასე იპოზიოროთ კამერის წინ.
შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ფოტოები აქტუალურია და თანაც ასეთი პოზით ფოტოებში „ინსტაგრამის“ ვარსკვლავები კიდევ უფრო მომხიბვლელები ჩანან.
სანამ თავადაც გადაწყვეტთ გადაღებას, მანამდე ერთად, ვნახოთ რამდენიმე ფოტო:
თემები: სელფი, ქალები, რჩევები, ფოტოები, მოდელები, ზღვა
<a href="https://www.whowhatwear.com">https://www.whowhatwear.com</a>