11 დეკემბერს ტანგოს საერთაშორისო დღე აღინიშნება.
11 დეკემბერი კარლოს გარდელისა და ხულიო ქაროს, ნებიმიერი დროის, ტანგოს საუკეთესო შემსრულებლების, დაბადების დღეა.
ტანგო გრძნობების, დრამატულობისა და ნაზი, გულრწფელი სიყვარულის ცეკვაა. იგი ითვლება არა მხოლოდ ცეკვად, რომელიც შეკრულია კონკრეტული მოძრაობებისგან, არამედ დიდ, ვრცელ ისტორიად მიიჩნევა, რომელიც გვიამბობს ტანჯვასა და სიხარულზე, ვნებებსა და სინაზეზე ერთდროულად. ტანგო სულის მდგომარეობაა.
პირველად, ტანგოს საერთაშორისო დღე 1977 წელს არგენტინაში აღინიშნა. თავად ტანგოს შესახებ თუ სად, როდის და როგორ წარმოიშვა ცეკვა, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ცეკვა ბუენოს აირესის სავიზიტო ბარათია, თუმცა, არგენტინის შემდეგ, ადგილი, სადაც ტანგო იცეკვეს, იყო კუბა. ამ დროისთვის, ბუენოს აირესში ცეკვა დაახლოებით ისეთივე მოძრაობებს შეიცავდა, როგორიც დღეს აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტანგოს ადრე მხოლოდ კაცები ცეკვავდნენ სამი ინსტრუმენტის აკომპანიმენტის თანხლებით. მოგვიანებით, ამ კულტურას შეუერთდნენ ქალებიც, რომლებმაც განსაკუთრებული ცეცხლი, ემოცია და სიცოცხლე შეიტანეს ცეკვაში.
თავდაპირველ ტანგოს, არ გააჩნდა სიტყვები. მას შემდეგ, რაც ტანგომ თავისი გრძნობები სიტყვებით გადმოსცა, მისი ვნებიანი ამბები დაურთო, დრამატულობა და ემოციურობაც მოემატა და იქცა ფასდაუდებელ მსოფლიო მემკვიდრეობად.
თემები: ტანგო