მაშინ, როცა შვილები გამოვზარდეთ, სამსახურებრივი სირთულეები გადავლახეთ და სტაბილურ, მშვიდ, ტკბობის ასაკში შევაღწიეთ, დროა, ჩამოვჯდეთ და ცოტა საკუთარ თავზე – გაზრდილ, დაბრძენებულ, გამოცდილ პერსონაზეც დავფიქრდეთ. გავიაზროთ, რა გვასწავლა განვლილმა წლებმა, რა საკითხებს ვუყურებთ განსხვავებულად და რა გაკვეთილები მივიღეთ ცხოვრებისგან.
თუ აქამდე სწავლაზე, კარიერაზე, ოჯახსა და პასუხისმგებლობებზე თანაბრად უნდა გვეფიქრა, ახლა, როცა ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა „მდინარემ თავის კალაპოტში იდინოს“, სრული უფლება გვაქვს, ჩვენს პიროვნულ განვითარებასა და საჭიროებებზეც დავფიქრდეთ.
და მაინც, რა გვასწავლა განვლილმა წლებმა?
13. გარისკე და გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რაც გეძლევა. შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ მოგეცეს ამის შანსი ცხოვრებაში.
12. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გსურს. ყოველთვის შეგიძლია, აისრულო ის, რაც გსურს. თუმცა, იცოდე, რომ ყოველთვის არსებობს უკეთესი გზა, მეტად ცივი გონება და ფართოდ გახელილი თვალები იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთების სურვილიც გაქვს.
11. ყველაფერს, რაც ხდება, თავისი მიზეზი აქვს. თავიდან, შესაძლოა, მიზეზები ბუნდოვანია, მაგრამ ყოველთვის აშკარავდება.
10. თუ საკუთარ თავს პოზიტიური ხედვისკენ უბიძგებ, ყოველთვის ყველაფერი გაუმჯობესდება.
9. ცხოვრების მთავარი არსი იმ დიდი ამბების მოლოდინია, რაც ჰორიზონტზე ჩნდება ხოლმე. ისიამოვნე ყოველი დღით.
8. ყველაფერი ნაწილ-ნაწილ გააკეთე, გადაანაწილე თითოეულ დღეზე და აღმოაჩენ, რომ არ არსებობს რაიმე, რისი მოგვარებაც არ შეიძლება.
7. ნებისმიერი პრობლემის წამალი სიმშვიდეა.
6. ზრდილობა და ღიმილი დიდი განსხვავებებისა და ცვლილებების განმაპირობებელია.
5. მიიღე და იზეიმე ცვლილებები.
4. არ ღირს იმაზე ღელვა და ნერვიულობა, რას ფიქრობენ ან იფიქრებენ სხვები. ნუ დახარჯავ ენერგიას იმაზე, რაც რეალურად უმნიშვნელოა. ნებისმიერი შენი ქმედებით საკუთარ თავს ქმნი.
3. არ უნდა მისცე ადამიანებს საშუალება, თავიანთი სიბრაზე შენზე გადმოანთხიონ. პირიქით, სცადე, თანაუგრძნო მათ.
2. ზოგჯერ რთულია რაღაცების „გატარება“ სიყვარულის, სიმშვიდისა და ჰარმონიის სახელით.
1. ადამიანები ყოველთვის გამონახავენ დროს შენთვის, თუ მათთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხარ. ასევე, პირიქით.
თემები: ასაკი, ცხოვრება, გააზრება
წყარო: <a href="http://www.huffingtonpost.com/andrea-reiser/47-things-ive-learned-in-my-40s_b_7300630.html" target="_blank">www.huffingtonpost.com</a>