როგორია სამ სართულიანი, მსოფლიოს ყველაზე დიდი გარდერობი? - ის, რაზეც ბევრი ქალი ოცნებობს
- 07.07.2018
დიდ გარდერობზე ბევრი ქალი ოცნებობს, თვით კერი ბრედშოუსაც კი ოცნებად ჰქონდა ის ქცეული. ქალების დიდი ნაწილისა და საკუთარი ოცნება კი, ამერიკელმა ტერესა როემერსმა აიხდინა.
ტერესას სახლში სამ სართულიანი გარდერობი აქვს და ის ტანსაცმლის მაღაზიას ჰგავს.
ტერესა ბიზნესვუმენი და მილიონერია. მან თავისი გარდერობი ერთგვარ ბრენდად აქცია და ამ უზარმაზარ სივრცეს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის იყენებს.
ნებისმიერ კომპანიას ამ სივრცეში შეუძლია საქველმოქმედო საღამო მოაწყოს, თუმცა აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი სიტყვები - „შემოგვიერთდით ტერეზას გიგანტურ გარდერობში“.
შევიხედოთ მსოფლიოს ყველაზე დიდ გარდერობში:
1. ფეხსაცმელებისთვის განკუთვნილი სივრცე.
2. სპირალური ფორმის კიბე, რომელიც ამ გიგანტურ გარდერობში გამოგზაურებთ.
3. ხედი მესამე სართულიდან.
4. სივრცე სარკისთვის.
5. სუნამოების კოლექცია.
6. ფეხსაცმელები, ფეხსაცმელები და კიდევ ფეხსაცმელები - ქალების დიდი ნაწილის სამოთხე.
7. სპირალური ფორმის სანათი, რომელიც ამავე ფორმის კიბეზე ეშვება.
8. ქამრების კოლექცია.
9. ჩანთების კოლექცია.
თემები: ფეხსაცმელი, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, 2018 წლის ტენდენციები