სტილი

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ვიქტორია ბექჰემი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული "სელებრითია" თავისი ჩაცმის სტილით. მისი მოხდენილობა და ქალურობა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და არასოდეს კარგავს აქტუალურობას. მისი მოდური პერსონა თითქმის ყოველთვის უნაკლოა და დახვეწილობით გამოირჩევა. ამ ქალბატონს ვერასოდეს იხილავთ კონტექსტიდან ამოვარდილი ვარცხნილობითა და თვალშისაცემი აქსესუარით.

მან თავისი იმიჯის წყალობით, წლების განმავლობაში გააძლიერა მკაცრი ჩაცმის სტილის გავლენა მოდის სამყაროში. კინოინდუსტრიაში წარმატების შემდეგ, ვიქტორია ბექჰემმა, როგორც დიზაინერმა, კვლავ წამოსწია წინ მოდის ისეთი ტენდენციები, როგორიც არის საქმიანი ქალებისა და დედების ჩაცმის სტილი.

გასულ წელს ვიქტორია ბექჰემის ჩაცმის სტილი ყველასთვის თვალშისაცემი და მისაღები აღმოჩნდა. მისი ჩაცმულობა გამოირჩეოდა თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ მნიშვნელოვანი პატარა დეტალების სიმრავლით, რომელიც შესაძლოა, სულაც დარჩეს ადამიანის თვალსმიღმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი განსხვავებული, დახვეწილი, თუმცა მარტივი და თავისუფალი სტილის მორგება ყველას შეუძლია.

მოდით, გადავხედოთ, რით იყო გამორჩეული და რით მიიქცია მსოფლიოს ყურადღება ვიქტორია ბექჰემმა:

1. სრული შარვალი და „ჩუსტები“

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ვიქტორია ბექჰემმა გასულ ზაფხულს ამ ჩაცმულობით ყველა გააოცა. იგი ყოველდღიური, თავისუფალი და მოშვებული სტილით გადაადგილდებოდა ნიუ-იორკის ქუჩებში. თუმცა, თავისუფლების მიუხედავად, მისი სტილი მაინც გამოირჩევა დიდებული და განსაკუთრებული შესახედაობით. დაწყებული პერანგის მოშვებული და აკეცილი სახელოებით, დასრულებული შავი ქამრით.

2. როლინგზე აწეული თმა

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ვიქტორია ბექჰემმა, რომლის კოლექციაშიც ხშირად გვხვდება მოკლე და სქელი, ყელიანი სვიტერები, კარგად იცის, რომ ის გაცილებით მოდური და ლამაზია აწეულ თმასთან.

3. ტანისამოსი ორმაგი პრინტით პარიზში არ უყვართ

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

როცა ტანსაცმელზე ორმაგი პრინტი ჰარმონიულად არ არის დატანილი, შედეგად უგემოვნო ჩასაცმელს ვიღებთ. თუმცა, ვიქტორია ბექჰემს, რომელიც ატარებს კაბას ორი ერთნაირი პრინტით, ერთნაირი პროპორციით, უგემოვნობას ვერ დააბრალებ.

4. კერვა მამაკაცების საქმე არ არის

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ვიქტორიამ კორპორაციულ ჩაცმის სტილს კიდევ უფრო დიდი ხიბლი შესძინა, როცა მამაკაცის ჟილეტითა და გრეხილი შარვლით გამოგვეცხადა.

5. კრეატიულობა

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ტემპერატურა უკვე საკმაოდ დაბალია, მაგრამ მაინც გსურს, ახალი შენაძენით შეიმოსო. მიბაძე ვიქტორიას და თბილი პალტოს შიგნით ჩაიცვი. ცალი ხელი ჯიბეში ჩაიყავი, რათა ჩაცმულობის ნახევარი სიარულისას გამოჩნდეს.

6. ჩანთის დაჭერის ბევრი გზა არსებობს

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

თუ ჩანთები გიყვარს და უპირატესობას დიდ ჩანთებს ანიჭებ, მაშინ არ გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ ვიქტორია ბექჰემისთვის ჩანთის ტარების ბევრი მოდური გზა არსებობს.

7. თამამი და მკვეთრი ფერის ქვედაბოლოს თეთრი მაისური სჭირდება

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ეს ძალიან ბევრი ჭკვიანი გოგოსთვის უტყუარ ფორმულად იქცა. შეგიძლია, ნებისმიერი ფერის ქვედაბოლოზე ოდნავ თავისუფალი სტილისა და ზომის მაისური ჩაიცვა, რაც თვალისმომჭრელად ლამაზი, დახვეწილი და მოდურია.

8. თეთრი ფერის კოსტიუმი პომპეზური არ არის

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

თუ გინდა, რომ თეთრი კოსტიუმით შემოსილი არც ფილმებში გამოცხადებული სიკვდილის ანგელოზივით გამოიყურებოდე და არც ზედმეტად პომპეზური წყვეულებისთვის გამოწყობილად, ფეხზე აუცილებლად ჩაიცვი შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გაიკეთე ნაზი, დახვეწილი აქსესუარები და საღამოს მაკიაჟი.

9. კონტრასტული ფერები მინიმალიზმისთვის

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

კონტრასტული ფერები ხანდახან მინიმალისტურიც კია. მთავარია, სწორად შეარჩიო ტანსაცმლის სტილი.

10. შესანიშნავი აღმოჩენა

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

სახელოებაკეცილი პერანგი, გადაკეცილი ჯინსები და ტყავის ჩუსტები. თითქოს სახლიდან მოუწესრიგებლად გამოირბინე, თუმცა სწორედ ეს ანიჭებს განსხვავებულობასა და მიმზიდველობას შენს სტილს.

11. შავი სათვალე ყველანაირ სტილს უხდება

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

როცა გამოსასვლელ კაბაში ხარ გამოწყობილი, გგონია, რომ შენი შავი სათვალე მას არ მოუხდება. თუმცა, პირიქით, ავანგარდულობისა და სტილურობისთვის კარგი გადაწყვეტილებაც კია.

12. მარტივი აქსესუარები თვალისმომჭრელია

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

მარტივი და ზედმეტი დეტალების მქონე ზედა, ქვედაბოლო, ქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთა. ელეგანტურობისთვის შეგიძლია, სათვალეც დაამატო. მთავარია, ფერები და სტილი სწორად შეარჩიო.

13. ერთი ფერის კაბას სხვა ფერის აქსესუარი სჭირდება

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ვიქტორიამ საკმაოდ კარგად იცის, როგორ არ გადაეშვას ფერთა ზღვაში. ეს სტაფილოსფერი კაბა, ერთი შეხედვით, თვალისმომჭრელია. თუმცა, კოჭთან შესაკრავი, ნეიტრალური ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, არც ისე მუქი შავი სათვალე და თითქმის შეუმჩნეველი სამაჯური მის სტილს დახვეწილობას სძენს.

14. მუხლსქვემოთ კაბა მაღალწელიანი უნდა იყოს

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

საშუალო სიგრძის, ანუ მუხლსქვემოთ კაბა, მაღალწელიანი უნდა იყოს. ეს არ გვიკარგავს სიმაღლეს, თანაც გაცილებით მოდურია და ძალიან უხდება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.

15. ფეხსაცმელი ქმნის სტილს

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

მთლიანად შავ, სადა კაბაში გამოწყობილი ვიქტორია, დამეთანხმები, შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა მისი სტილის ბრწყინვალებას სინამდვილეში თეთრი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი განაპირობებს. სწორედ ამ ფეხსაცმლის დამსახურებით არ იგრძნობა ზედმეტი სიბნელე მის ჩაცმულობაში.

16. ზედმიწევნითი სტილურობა ზოგჯერ საჭირო არ არის

ვიქტორია ბექჰემის განსხვავებული ჩაცმის სტილი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია, მოირგოს

ვიქტორიას განსაკუთრებულობა იმ რაღაცაშია, რაც ზოგჯერ წესებსა და კონკრეტულ მიმართულებებს არ ემორჩილება.