ვინ გატეხა ვაზა? - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენს მახვილგონივრულობას ავლენს
- 13.07.2018
ფსიქოლოგები გვთავაზობენ ტესტს იმის გასარკვევად, თუ რამდენად გვაქვს მტრის ამოცნობის უნარი, როგორია ჩვენი შინაგანი სამყარო რეალურად, რამდენად თანმიმდევრულები ვართ.
დააკვირდით მოცემულ ფოტოს. როგორ ფიქრობთ, რომელმა ბავშვმა გატეხა ვაზა? (შენიშვნა: ტესტში ვერ იპოვნით სწორ პასუხს, ჩათვალეთ, რომ ყველა პასუხი სწორია).
1. თუ ფიქრობთ, რომ A არის ის, რომელმაც ვაზა გატეხა - მას ერთგვარად გაოცებული მზერა აქვს და შესაძლოა, ამით საკუთარი დანაშაულის დამალვას ცდილობს. თქვენი არჩევანი მეტყველებს იმაზე, რომ დეტალებზე ორიენტირებული ხართ და გამოირჩევით პასუხისმგებლობის გრძნობით. ხართ ძალიან ფრთხილი. ყველას და ყველაფერს დიდი სიფრთხილით ეკიდებით. სწორედ ამ თვისების გამო ზოგჯერ იმ ადამიანშიც ხედავთ მტერს, რომელიც მტერი არ არის.
2. თუ ფიქრობთ, რომ ვაზა B ბავშვმა გატეხა - სავარაუდოდ, ეს გოგონა დანარჩენ ბავშვებთან შედარებით უფროსია. თქვენი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ სანამ ვინმეს განსჯით ჯერ ბევრს ფიქრობთ და გადაწყვეტილებას მყისიერად, დაუფიქრებლად არასოდეს იღებთ. შეგიძლიათ ადამიანებს გაუგოთ, დაეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში და ამავდროულად, ყოველთვის ცდილობთ, რომ ადამიანთა ამა თუ იმ მცდარ ქმედებას რაიმე გონივრული ახსნა მოუძებნოთ. გამოირჩევით ლოგიკური აზროვნების უნარით და ეს თქვენი მთავარი ძალაა.
3. თუ ფიქრობთ, რომ ვაზა C ბავშვმა გატეხა - ეს ბიჭუნა თითქოს ნამდვილი ემოციების დაფარვას ცდილობს, თქვენ კი ამას ხედავთ. ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერის უნარებით გამოირჩევით. მიიჩნევთ, რომ პრობლემები არა გარემოების, არამედ ადამიანების გამო ჩნდება. ადამიანებს არ ენდობით და ყველაფერი თქვენ შესახებ არავინ არ იცის.
4. თუ თვლით, რომ დამნაშავე D გოგონაა - პასუხისმგებლიანი და სამართლიანი ადამიანი ხართ. ცდილობთ, რომ ყოველი დღე უფრო საინტერესო იყოს. მარტივად ენდობით ადამიანებს და როგორც წესი, მტერს მათში ვერ ხედავთ. ძალიან მგრძნობიარე ხართ.
თემები: ფსიქოლოგია, ტესტი, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>