ჰოროსკოპი

რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში? - ასტროლოგების დასკვნა

რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში? - ასტროლოგების დასკვნა

სიყვარულს ვერასოდეს განვსაზღვრავთ ზუსტად. უძველესი დროიდან მხატვრები, პოეტები თუ მწერლები მის განმარტებას ცდილობენ, ხატავენ სიტყვებით და ფუნჯებით, მაგრამ ამ განსაკუთრებული გრძნობისა და განცდის სრულყოფილად აღწერა ჯერ ვერავინ შეძლო.

ალბათ უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველა ადამიანს სიყვარულის მიმართ საკუთარი ხედვა და სიყვარულის საკუთარი, უნიკალური დეფინიცია აქვს.

რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში? - ასტროლოგების დასკვნა

სამწუხაროდ ხდება ისე, რომ სიყვარული ხშირად არ რჩება სამუდამოდ და ადამიანი, რომელიც გვიყვარს სხვადასხვა მიზეზით მიდის ჩვენი ცხოვრებიდან, ან ჩვენ მივდივართ მისგან. ადამიანები იცვლებიან, იცვლება მსოფლხედველობა, პრიორიტეტები და დროთა განმავლობაში გვიჭირს საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრება.

რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში? - ასტროლოგების დასკვნა

ასტროლოგები ამბობენ, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ის, რომ კონკრეტული ადამიანი გიყვარდათ, შემდეგ დაშორდით და ახალი სიყვარული იპოვნეთ, არ არის შემთხვევით. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ვარსკვლავების მიერ წინასწარაა „დაწერილი“.

ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანს ცხოვრების განმავლობაში შეიძლება სამჯერ შეუყვარდეს და სამივე შემთხვევაში ეს აბსოლუტურად განსხვავებული განცდაა.

1. პირველი სიყვარული - პირველი სიყვარული ზღაპარს, რომანტიკულ და ამაღელვებელ ფილმს ჰგავს. როგორც წესი, პირველ სიყვარულს ადამიანები ახალგაზრდულ ასაკში გამოცდიან ხოლმე და ამ პერიოდში სიყვარული, ურთიერთობის იდეა მათ აღაფრთოვანებთ. 

რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში? - ასტროლოგების დასკვნა

როცა ადამიანს პირველად უყვარდება, მას როგორც წესი, არარეალისტური მოლოდინები აქვს და ნაბიჯებს დაუფიქრებლად დგამს. ამ დროს ჩვენ უბრალოდ მივყვებით დინებას, გულის კარნახს, ყოველგვარი რაციონალური აზროვნების გარეშე. ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა იდეალურია და მართლაც ვიპოვეთ ნამდვილი სიყვარული. სწორედ ამიტომაა, რომ წარუმატებლობა პირველ სიყვარულში ყველაზე მეტად გვტკენს გულს და ემოციურად გვანადგურებს. 

2. მეორე სიყვარული - როცა მეორედ გვიყვარდება, უფრო მეტად მზრუნველები ვართ. პირველ სიყვარულში წარუმატებლობის შემდეგ უკვე გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ საყვარელი ადამიანი მივიღოთ თავისი უარყოფითი თვისებებით. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ პარტნიორისთვის, ვიზრუნოთ მასზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზოგჯერ არის მიზეზები, რომელთა გამოც განშორება გარდაუვალია. 

რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში? - ასტროლოგების დასკვნა

ემოციურად კიდევ უფრო მძიმეა მეორედაც იმედგაცრუება. ამის შემდეგ ვკარგავთ ადამიანებისადმი ნდობას, საკუთარი თავის ნდობას, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ ისე, როგორც გული გიკარნახებთ. არ მიეცეთ დეპრესიას. 

3. მესამე სიყვარული - ასტროლოგების თქმით, მესამე უკანასკნელი სიყვარულია და ეს სიყვარული ცხოვრების ბოლომდე მიგყვებათ. უკანასკნელი სიყვარული ყველაზე ტკბილი და ბედნიერია. ამ დროს ადამიანებს უკვე დიდი გამოცდილება აქვთ და ეს გამოცდილება მყარი ურთიერთობის აგებაში ეხმარებათ. აღარ უშვებენ შეცდომებს. 

რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში? - ასტროლოგების დასკვნა

შენ უბრალოდ გიყვარს და მისგან სიყვარულის გარდა არაფერი გინდა, არ გაქვს დიდი მოლოდინები. მესამე სიყვარული ადამიანს აბედნიერებს და ცხოვრებას სრულყოფილს ხდის. პარტნიორი არც ცდილობს შენ შეცვლას, გიღებს ისეთს, როგორიც ხარ და სწორედ იმიტომ უყვარხარ, რომ ხარ ასეთი, უნიკალური. უკანასკნელი სიყვარული გაფიქრებინებთ, რომ აქამდე არასოდეს ყოფილხართ შეყვარებული.



<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>