LIFE

რას ამბობს ჩვენი ფეისბუქ სტატუსები

რას ამბობს ჩვენი ფეისბუქ სტატუსები

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები ჩვენს პიროვნებაზე მეტყველებს

სიტყვები, რომელთაც წერისას ვიყენებთ, რომელთა მეშვეობითაც ვსაუბრობთ, კითხვები, რომლებსაც ვსვამთ, ჩვენს შესახებ შესაძლოა, იმაზე ბევრს ამბობდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ადამიანის პიროვნების ამოცნობაში რომ სოციალური ქსელები, არც მეტი, არც ნაკლები, დიდ როლს თამაშობს, სიახლე არ არის. სოციალურ ქსელში საკუთარი თავის, გრძნობების, მოქმედებების გამოსავლენად და აღსაწერად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტატუსებია.

რას ამბობს ჩვენი ფეისბუქ სტატუსები

სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალში „ინდივიდი და სოციალური ფსიქოლოგია“ გამოქვეყნდა უახლესი კვლევა, რომელიც ირწმუნება, რომ ის სიტყვები, რომელსაც „ფეისბუკზე“ ვიყენებთ, საკმაოდ რეპრეზენტატულია – რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ძალიან კარგად გამოკვეთს ამა თუ იმ ადამიანის ინდივიდუალურ ბუნებას.

როგორც ცნობილია, პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლევისას 66 000 ფეისბუკმომხმარებელს შორის ყველაზე გავრცელებული სიტყვები გააანალიზეს და ფსიქოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებელთა ხუთი ძირითადი ტიპი დაასახელეს: ექსტროვერტი, გახსნილი, თბილი და მზრუნველი, კეთილსინდისიერი და ნერვული.

როგორც გაირკვა, თითოეული ტიპი სოციალურ ქსელში სხვადასხვა საკითხების განხილვას ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, ინტროვერტები ხშირად განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა კომპიუტერული პროგრამები, ინტერნეტსივრცე, კითხვა და ანიმები. ამის პარალელურად, ექსტროვერტები, საუბრობენ წვეულებებსა და გოგოებზე, საღამოს გეგმებსა და მოსალოდნელ შესანიშნავ ამბებზე, სასიყვარულო ურთიერთობებსა და ფლირტზე.

რას ამბობს ჩვენი ფეისბუქ სტატუსები

როცა საუბარია ნერვულ ინდივიდებზე, მათ შორის იკვეთებიან ძნელად და მარტივად ამოსაცნობი ნერვული ადამიანები. მარტივად ამოსაცნობები იყენებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ცხადყოფს მათ აგრესიულ დამოკიდებულებასა და ნერვულ მდგომარეობას. მაგალითად: ისინი პირდაპირ და დაუფარავად საუბრობენ ვინმეს მიმართ სიძულვილზე, პირდაპირ და დაუფარავად „აცხობენ“ სტატუსებს, რომ არავინ გაბედოს მათი შეწუხება, ხშირად წერენ, რომ რაღაც არ შეუძლიათ, აქვთ ბევრი „რატომ?“ ერთი სიტყვით, მათი სტატუსები აუცილებლად შეიცავს ერთ უარყოფით სიტყვას მაინც.

სრულიად საპირისპირო ხდება რთულად გამოსაცნობი ნერვული ინდივიდების შემთხვევაში. ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ წარმატებაზე, გამუდმებით აღნიშნავენ საუკეთესო შემთხვევებისა და დღეების შესახებ, იყენებენ დადებით ეპითეტებს სხვების მისამართით, ძალიან ბევრს საუბრობენ სპორტზეც.

რას ამბობს ჩვენი ფეისბუქ სტატუსები

ადამიანების შეცნობა, მათი ხასიათის თითოეული შტრიხის გამოვლენა საკმაოდ რთული საქმეა და ამისთვის, ალბათ, ფეისბუკსტატუსების მთელი არქივიც კი არ იქნება საკმარისი. თუმცა, აღნიშნული კვლევა რეპრეზენტატულია იმდენად, რამდენადაც ადამიანის აზროვნების მიმართულებისა და მისი ხასიათის მცირე, თუმცა გარკვეულ დეტალებს მაინც უსვამს ხაზს.

იმის გამო, რომ სამყაროში არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული ჩარჩოები, რომლებსაც ადამიანები ერგებიან და შემდგომ ამ კონკრეტულ ჩარჩოებში განაგრძობენ ცხოვრებას, ალბათ, სტერეოტიპების არსებობასაც აქვს თავისი მიზეზი რეალურ ცხოვრებაში.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.self.com/story" target="_blank">www.self.com</a>