ხშირად ხალხი იმაზე უცნაურად იქცევა ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, მოსწონთ ისეთი ფილმები, სადაც ბევრი სევდა, ცრემლი და დრამაა.

სიხარული, მწუხარება, შური, ბედნიერება, სასოწარკვეთა, სიძულვილი - ქვევით ჩამოთვლილ ფილმებში ყველა ემოცია ერთადაა.

15. „სამოთხეს მოშორებით“ (2002 წელი) - კონექტიკუტი, 1950 წელი. ქეითი დიასახლისია, მისი მეუღლე ფრენკი კი წარმატებული ბიზნესმენი. ბედნიერი ოჯახისთვის მათ ყველაფერი აქვთ - ბავშვები, სახლი გარეუბანში, ძვირადღირებული მანქანა, ტელევიზორი, რომელიც 50-იანი წლების კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლებოდა. თუმცა მათ ოჯახში ერთ დღეს ყველაფერი ირევა, ბედნიერი დიასახლისი სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდება.

14. დაბადება (2004 წელი) - ანა ძალიან ლამაზი ქვრივი ქალია, რომელმაც ქმრის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ გადაწყვიტა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და გათხოვდეს. მოულოდნელად ხვდება 10 წლის ბიჭი, რომელიც ეუბნება, რომ მისი საქმრო განსვენებული მეუღლეა. ამ ფილმში ნიკოლ კიდმანი სასწაულად ასრულებს ქალის დრამატულ როლს.

13. ორი საყვარელი (2008 წელი) - ლეონარდი უცოლო, ექსცენტრიკული და მომხიბვლელი მამაკაცია. მოულოდნელად მის მეზობლად მშვენიერი მიშელი გადმოვა საცხოვრებლად. მამაკაცი სერიოზული დილემის წინაშე დადგება, დაუჯეროს ოჯახს და იქროწინოს სანდრაზე თუ არჩევანი ლამაზ მიშელზე გააკეთოს.

12. ანონიმური რომანტიკოსი (2011 წელი) - შოკოლადის ქარხნის თანამშრომელი ქალი ანჟელა იმდენად მორცხვია, რომ ხანდახან ჯგუფურ ფსიქოთერაპიის სეანსიც კი სჭირდება. არანაკლებ მორიდებულია მასზე შეყვარებული კონდიტერი ჯან-რენე. ისინი იმდენად მორცხვები არიან რომ სიყვარულში ვერ უტყდებიან ერთმანეთს.

11. ჯინჯერი და როზა (2012 წელი) - ლონდონი, 1962 წელი... ორი თინეიჯერი გოგონა ერთმანეთზე ძალიან შეყვარებული მეგობრები არიან. თუმცა გადის დრო, იზრდებიან და პრობლემებიც იჩენს თავს. შიში, ტკივილი, ღალატი, სიყვარული - ამ გრძნობების გამო მათ მეგობრობას საფრთხე დაემუქრება.

10. რუბი სპარსკსი (2012 წელი) - კელვინი 19 წლის ასაკში გახდა პირველი ბესტსელერის ავტორი, მაგრამ წარმატებული მწერლის ცხოვრებაშიც დადგა მძიმე პერიოდი. მალე მისი ახალი რომანი უნდა გამოვიდეს, მაგრამ მუზა აღარს მოსდის, არც სიყვარულში უმართლებს. სწორედ ამ დროს ხვდება იდეალურ რუბი სპარკს.

9. მომნუსხველი წამი (2013 წელი) - სკოლის ყველაზე სიმპატიურ ბიჭს ყველასთვის მოულოდნელად შეუყვარდება გოგონა, რომელსაც ყველა დასცინის, გოგონა ხშირად სვამს და ხანდახან გაზონებზეც სძინავს.

8. მისტერ მორგანის უკანასკნელი სიყვარული (2014 წელი) - ამერიკელი პროფესორი მეთიუ მორგანი უკვე ასაკშია და პარიზში მარტო ცხოვრობს. მამაკაცი უნივერსიტეტში ფილოსოფიას ასწავლის და ძალიან განიცდის მარტოობას. ქალი რომელსაც უყვარდა, გარდაიცვალა... ერთ დღეს ავტობუსით მგზავრობისას ახალგაზრდა ქალს გაიცნობს.

7. მოგზაურობის დასასრული (2015 წელი) - ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს... რობერტი და დიანა ბავშვს ელოდებიან და ძალიან ბედნიერად მიდის მათი ცხოვრება, მაგრამ მოულოდნელად უბედურება დაატყდებათ თავს და მამაკაცი პოლიომიელიტის გამო ეტლს მიეჯაჭჯვება. დიანა გადაწყვეტს რომ ქმართან ერთად იბრძოლოს...

6. ისუნთქე (2017 წელი) - ამ მამაკაცის მანერები, იუმორი და სიჯიუტე დიანასთვის ყველაფერი გახდა და ცოლად გაჰყვა. დაქორწინების შემდეგ მიდის წყვილი სამოგზაუროდ წავიდა და სწორედ მაშინ დაავადდება რობინი სასიკვდილოდ.

5. ეს შეშლილი გული (2017 წელი) - ლენის მეგობრებთან ერთად წვეულებების მოწყობის გარდა არავითარი საქმე არ აქვს. მოულოდნელად გაიგებს, რომ თავის ქალაქში ცხოვრობს 15 წლის დევიდი, რომელიც გულის მანკის გამო სახლიდან არ გადის... ისინი შეუცვლელი მეგობრები გახდებიან.

4. მხედარი (2017 წელი) - ბრედი როდეოს ამომავალი ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ ის ნიჭიერი მწვრთნელია იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ, სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდება. სწორედ მაშინ გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში.

3. მარმალილოს ტომარა (2017 წელი) - ოკუპირებული საფრანგეთიდან ებრაული ოჯახი ცდილობს, რომ ფაშისტების რისხვას გაექცნენ და პარიზი დატოვონ. მშობლები იძულებულები არიან ვაჟები მარტო გაუშვან... ფილმი გადარებულია ავტობიოგრაფიული რომანის საფუძველზე.

2. ზაფხული 1993 (2017 წელი) - ესპანეთი, 1993 წლის ზაფხული. მშობლების დაღუპვის შემდეგ, ექვსი წლის ფრიდა პირველად ხვდება ზაფხულს თავის ახლადშეძენილ ოჯახთან ერთად, კატალონიის პროვინციაში. სეზონის დამთავრებამდე, გოგონამ უნდა ისწავლოს ემოციების მართვა, ხოლო ახლადშეძენილმა მშობლებმა მისი, როგორც საკუთარი შვილის სიყვარულის უნარი უნდა გამოიმუშაონ.

1. ჰორიზონტთან ახლოს (2018 წელი) - ტემი და რიჩარდი ერთმანეთს მოულოდნელად ტაიტიზე შეხვდებიან და ეს შეხვედრა მათი დიდი სიყვარულის დასაწყისი გახდება. ახალგაზრდები სამოგზაუროდ მიდიან წყნარ ოკეანეში მდიდრული იახტით, მაგრამ ისინი ისტორიაში ყველაზე დიდ შტორმში მოხვდებიან.