LIFE

ანა კენდრიკი და ბლეიკ ლაივლი ახალ თრილერში - A Simple Favor 20 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში

ანა კენდრიკი და ბლეიკ ლაივლი ახალ თრილერში - A Simple Favor 20 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში

კინომოყვარულებს სიურპრიზი ელოდებათ. საქართველოს კინოთეატრებში ფილმ A Simple Favor-ის („მარტივი თხოვნა“) პრემიერა შედგება.

ამერიკული მისტიკური თრილერის რეჟისორი პოლ ფეიგია. სურათის სიუჟეტი ვითარდება ბლოგერ სტეფანის გარშემო, რომელიც ცდილობს ფარდა ახადოს თავისი საუკეთესო მეგობრის, ემილის გაუჩინარებას.

ბლოგერის როლს ანა კენდრიკი ასრულებს, ხოლო გაუჩინარებული ემილის როლში ბლეიკ ლაივლია.

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია დერსი ბელის ამავე სახელწოდების რომანზე. კრიტიკოსებისგან ფილმმა უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასება. ყველაზე მეტად დადებითი შეფასება ანა კენდრიკისა და ბლეიკ ლაივლის საშემსრულებლო ოსტატობას მოჰყვა.

BO-1 Custom embed code

ფილმის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მსახიობ ბლეიკ ლაივლის ქმედების შემდეგ გაჩნდა - 2018 წლის 1 მაისს მან „ინსტაგრამის“ გვერდზე წაშალა თავისი ყველა ფოტო, იმისთვის, რომ ფილმისთვის პრომოუშენი გაეწია.

მან ასევე, ამავე მიზნით, გამოწერა გაუუქმა თავის ყველა მეგობარს და მხოლოდ ფილმის გმირის, ემილის გამომწერი გახდა, რითაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. 2 მაისს კი, მსახიობმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ფილმის პირველი თიზერი ატვირთა.

ფილმში ყველაფერია - სიყვარული, სამართლიანობა, მკვლელობა, შურისძიება და ყოველივეს გათვალისწინებით სიუჟეტი უფრო დაძაბული და საინტერესო ხდება.

ფილმის სიუჟეტის გარდა ყურადღებას მსახიობების, განსაკუთრებით კი, ბლეიკ ლაივლის ჩაცმის სტილი იპყრობს. კოსტიუმების ავტორი Renee Ehrlich Kalfus-ია. კოსტიუმებში იკვეთება მამაკაცური სტილი ქალური ელემენტებით.

ქართველი კინომოყვარულები ახალ ამერიკულ თრილერს 20 სექტემბრიდან ნახავენ.