მსოფლიოში დაახლოებით 36 მილიონი მილიონერი ცხოვრობს, რაც დედამიწის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს. ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ პოპულარული და მდიდარი ადამიანების შვილები და როგორ იყენებენ ისინი თავიანთი მშობლების ქონებას.

1. ბენ ფორდი, ჰარისონ ფორდისა და მერი მარკარდტის შვილი - ჰარისონ ფორდის შვილს არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე და პოპულარობაზე. როდესაც ბენი ზრდასრული გახდა, მან გახსნა საკუთარი რესტორანი ლოსანჯელესში და საჭმელების რეცეპტების წიგნის გამოსცა. მას ძალიან უყვარს საჭმელების მომზადება და განსაკუთრებული რეცეპტები აქვს. ხშირად უმასპინძლდება საკვებით უსახლკაროებს.

2. იზაბელა კრუზი, ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის შვილი - იზაბელა ტომმა და ნიკოლმა იშვილეს. გოგონამ მშობლების განქორწინების შემდეგ ამერიკა დატოვა და ლონდონში ცხოვრობს. ის თმის სტილისტია და ცდილობს, რომ არასოდეს გამოიყენოს მშობლების სახელი. ამ ეტაბზე იზაბელმა გადაწყვიტა სხვადასხვა პრინტით გაფორმებული მაისურების საკუთარი ხაზის გამოშვება, აღსანიშნავია, რომ ის პრინტებს მაისურზე საკუთარი ხელით აკეთებს. გოგონას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი დიზაინერული საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვოს.

3. შაზ ბონო, შერისა და სანი ბონოს შვილი - შაზ ბონო გოგონად დაიბადა. 2008 წელს მან სქესის შეცლა გადაწყვიტა და შეიცვალა კიდეც. ბონომ საკუთარი ძალები მოსინჯა მუსიკაში და ალბომიც ჩაწერა, მაგრამ მალევე გაანალიზა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და იურისტის განათლება მიიღო. ბონო ავტორია წიგნისა Family Outing, რომლის საშუალებითაც ის ადამიანებს პირად გამოცდილებას უზიარებს. ამჯერად დაკავებულია სხვადასხვა სოციალური აქტივობით, იცავს LGBT თემის უფლებებს. მსახიობობაც სცადა. 2017 წელს მან სერიალ American Horror Story-ს მეშვიდე სეზონში მიიღო მონაწილეობა.

4. ჯეიდენ სმიტი, უილ სმიტისა და ჯედა პინკეტ სმიტის შვილი - სმიტების ოჯახის უფროსი ვაჟი, ჯეიდენი სხვა პოპულარული ადამიანების შვილებისგან განსხვავებით მამის კვალს მიჰყვება და ისიც მსახიობია. უილთან ერთად ის მონაწილეობს ფილმებში The Pursuit of Happyness და The Day the Earth Stood Still. უილ სმიტის ვაჟმა ფილმ The Karate Kid-ში შესრულებული როლით 5 მილიონი დოლარი იშოვა. 20 წლის ასაკში მას წარმოუდგენლად მაღალი შემოსავალი აქვს და ცდილობს ეს შემოსავალი ჭკვიანურად განკარგოს.

მან თავისივე შემოსავლით საკუთარი ბრენდი შექმნა. თავისი ოჯახის წევრების მსგავსად ისიც შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. ფინანსურად ეხმარება ზამბიას შიდსთან საბრძოლველად. ჯეიდენი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იცის როგორ იშოვოს ფული და როგორ განკარგოს ის.

5. დენ ბილზერინი, პოლ ბილზერინისა და ტერი სტეფანის შვილი - დენი ცნობილი ბროკერის, პოლის შვილის. მისი მამა 40 მილიონის მფლობელია. ის მთელ ფულს პოკერში და სხვადასხვა აზარტულ თამაშებში ხარჯავს. ბენმა 100 000 დოლარი დახარჯა ლატარიის ბილეთებში, თუმცა არაფერი მოუგია.

6. პეტრა ეკლსტოუნი, ბერნარდ ჩარლზ ეკლსტოუნისა და სლავიკა ეკლსტოუნის შვილი - ბიზნესმენისა და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის შვილმა ფულის ხარჯვის დროს არანაირი ლიმიტი არ იცის. მან მამის ფულით ლოს ანჯელესში 85 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე იყიდა. გოგონას აქვს კომპანია, რომელიც პითონისა და ნიანგის ტყავით დამზადებულ ჩანთებს უშვებს, კომპანია წარუმატებელი არ არის, თუმცა ფინანსურად ის მაინც თავის მშობლებზეა დამოკიდებული.

7. ქენდალ ჯენერი, კეტლინ ჯენერისა და კრის ჯენერის შვილი - ქენდალი კიმ კარდაშიანის უმცროსი დაა, რომელიც საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო. ქენდალი ცდილობს იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალაზღაურებადი მოდელია. მოდელი ხშირად ყიდის eBay-ზე საკუთარ სამოსს და აღებულ ფულს ლოს ანჯელესის ბავშვთა კლინიკებს ურიცხავს.