LIFE

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

წიგნების საშუალებით სამყაროს შევიცნობთ, ვიგებთ უფრო მეტს სხვადასხვა ქვეყნების, ტრადიციების შესახებ, ვეცნობით ადამიანურ განცდებსა და მისწრაფებებს. ესა თუ ის წიგნი ხშირად ხდება კონკრეტულ მომენტში რაიმე პრობლემიდან გამოსავლის პოვნის ინსპირაციის წყარო.

წარმოგიდგენთ წიგნებს, რომლებიც 30 წლამდე უნდა წაიკითხოთ, რა თქმა უნდა 30 წლის შემდეგაც შეგიძლიათ მათი წაკითხვა, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნები განსაკუთრებულ ემოციურ ეფექტს ადამიანებზე სწორედ 30 წლამდე ახდენენ.

1. „ტალღებზე მორბენალი“, ალექსანდერ გრინი - ეს საინტერესო, ზღაპრული ამბავი ყველასთვის ნაცნობია ბავშვობიდან. წიგნის საშუალებით დაიჯერებთ, რომ თუ გჯერათ სასწაულების და თუ ბედნიერებისთვის, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებთ, ეს სასწაულები აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში. 

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

2. “მექანიკური ფორთოხალი“, ენტონი ბერჯესი - მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი. ავტორი სატირულად აღწერს საზოგადოებას და იმ სიმახინჯეებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, გვიჩვენებს მორალის გარეშე დარჩენილ ადამიანებს.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

3. „აპრილის ჯადოსნურობა“, რეი ბრედბერი - ეს არის მარტივი და პატარა მოთხრობა უპასუხო, ცალმხრივ სიყვარულზე. მოთხრობის საშუალებით ავტორი გვეუბნება ქალებს, რომ ცალმხრივი სიყვარული ყველაზე საოცარი რამაა, რაც შეიძლება ჩვენს თავს მოხდეს.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

4. „ბუზთა ბატონი“, უილიამ გოლდინგი - ეს არის ამბავი ბრიტანელ სკოლის მოსწავლე ბიჭებზე, რომლებიც უდაბურ კუნძულზე აღმოჩნდებიან. რთულია ამბავი უემოციოდ წაიკითხოთ. წიგნში ნახავთ, თუ როგორ გარდაიქმნებიან ბავშვები მკვლელებად და როგორ შეიძენენ ისინი გადარჩენისთვის ბრძოლის დროს ცხოველურ ინსტიქტებს.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

5. „ზეცას არ ჰყავს ფავორიტები“, ერიხ მარია რემარკი - უდიდესი მწერლის კიდევ ერთი შესანიშნავი რომანი. მარტოობა, დიდი სიყვარული, სიკვდილი, ცხოვრებისეული ღირებულებები - წიგნში ყველაფერია იმისთვის, რომ მან დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინოს.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

6. „1984“, ჯორჯ ორუელი - რომანი აღწერს ტოტალიტარულ რეჟიმს, მის მექანიზმებს და ამ რეჟიმის პირობებში ადამიანურ ყოფას.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

7. „ნუ მოკლავ ჯაფარას“, ჰარპერ ლი - თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკად აღიარეული რომანი. წიგნში გადმოცემული ამბავი ავტორის მოგონებებს ეფუძნება. 1962 წელს წიგნის მიხედვით რეჟისორმა რობერტ მელიგენმა ფილმი გადაიღო. სურათმა ოსკარი დაიმსახურა. წიგნში თქვენთვის საინტერესო კითხვებზე აუცილებლად იპოვნით პასუხებს.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

8. „ვისთვისაც რეკავს ზარი“, ერნესტ ჰემინგუეი - პატარა მოთხრობა, რომელიც მთელი სიზუსტითა და სიღრმით გაჩვენებთ ომის სისასტიკეს.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით

9. „ომი და მშვიდობა“, ლევ ტოლსტოი - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, რომელშიც აღწერილია ადამიანთა კლასობრივი უთანასწორობა, ადამიანების ბრძოლა საკუთარ თავთან. რომანში ყოველთვის უპირისპირდება ორი მხარე. აქ ნახავთ კეთილებსა და ბოროტებს, ძლიერებსა და სუსტებს, დიდგვაროვნებსა და გლეხებს.

9 წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წლის გახდებით



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>