3 კითხვა, რომელიც საყვარელ ადამიანს ყოველ დღე უნდა დაუსვათ, თუ გინდათ რომ არასოდეს დაშორდეთ
- 01.10.2018
ურთიერთობა ჯანსაღი და ბედნიერებით სავსე ვერ იქნება თუ არაფერს გავაკეთებთ. ორივე პარტნიორი უნდა ცდილობდეს მის გამყარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რომანტიკული კავშირი წარუმატეელი იქნება.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბედნიერების და მყარი ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ პარტნიორებმა ყოველ დღე ერთმანეთს დაუსვან სამი მარტივი, მაგრამ უნიშვნელოვანესი კითხვა. კითხვები, რომლებიც წყვილს შორის კომუნიკაციას გააუმჯობესებს და მათ კიდევ უფრო მეტ სიახლოვეს აგრძნობინებს.
შესაძლოა ახლა ასეთი რამ გაიფიქროთ - „ჩვენ ხომ ისედაც ყოველ დღე ვლაპარაკობთ?!“ დიახ, ლაპარაკობთ, მაგრამ არ საუბრობთ ისეთ თემებზე, არ უსვამთ ერთმანეთს ისეთ კითხვებს, რომლებიც კავშირის გამყარებაში დაგეხმარებათ.
პარტნიორებს შორის დიალოგი ძირითადად ასეთი შინაარსისაა:
- „როგორ ხარ?“
- „კარგად“
- „როგორი დღე გქონდა?“
- „კარგი“.
- „შეგიძლია ბავშვები დააძინო, საქმე მაქვს“.
- „კარგი“.
რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგი ვერ იქნება საკმარისი. ვნახოთ ფსიქოლოგების რჩევა - 3 მთავარი კითხვა, რომლებიც აუცილებლად უნდა დაუსვათ პარტნიორს, თუ გინდათ რომ ერთმანეთს არასოდეს დაშორდეთ:
1. „თავს როგორ გრძნობ?“ - ეს არის კითხვა, რომელიც საყვარელ ადამიანის თქვენდამი სიახლოვის განცდას უჩენს და უღვივებს სურვილს, რომ ყველაფერი გიამბოთ, კარგიც და ცუდიც, ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. ამ კითხვის საშუალებით პარტნიორებს შორის წარმოქნილი მანძილი, ხშირ შემთხვევაში, ქრება.
2. „რით შემიძლია დაგეხმარო?“ - ამ კითხვის საშუალებითსაყვარელ ადამიანს აჩვენებთ, რომ მის გვერდით ხართ, რომ მხარს უჭერთ და შეუძლიათქვენი იმედი ჰქონდეს. ამავდროულად, ამით აჩვენებთ, რომ კი არ კიცხავთ ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო, არამედ მის გვერდით ხართ და მზად ხართ დაეხმაროთ. ამით ერთგვარი სიმშვიდის განცდა მოგაქვთ პარტნიორისთვის.
3. „როდის შევძლებთ, რომ ვილაპარაკოთ?“ - ამ მარტივი კითხვით თქვენი პარტნიორისთვის უფრო ნათელს და მკაფიოს გახდით იმას, თუ რა მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მასთან საუბარი, აზრის კითხვა და რჩევის მიღება.
ყოველდღიური ცხოვრება, დაძაბული რეჟიმი, სამსახური, ოჯახი, ბავშვები ხშირად აღარ გვიტოვებს საყვარელ პარტნიორთან მარტო დარჩენის, მასთან საუბრის შესაძლებლობას და ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც რამდენად გვჭირდება და რამდენად ნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. ამ კითხვით შეახსენებთ თქვენს პარტნიორს, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და კვლავ იგრძნობთ დიდ ემოციურ კავშირს ერთმანეთისადმი.
თემები: მამაკაცები, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>