მშობლები

რაც უფრო ადრეულ ასაკში დააწყებინებთ ბავშვს უცხო ენის სწავლას, მით უფრო ჭკვიანი იქნება ის

რაც უფრო ადრეულ ასაკში დააწყებინებთ ბავშვს უცხო ენის სწავლას, მით უფრო ჭკვიანი იქნება ის

ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ორენოვან გარემოში, ანუ ოჯახში, სადაც ადამიანები ორ ენაზე საუბრობენ უვითარდებათ შემეცნების უკეთესი უნარი, გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემებთან გამკლავების უნარი მანამდე, სანამ ისინი ლაპარაკს დაიწყებენ.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 16 ბავშვზე ჩაატარეს კვლევა. მათი ნახევარი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ოჯახში იზრდებოდა, ხოლო ნახევარი ინგლისურ-ესპანურენოვან ოჯახში.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ინგლისურ-ესპანურენოვან ოჯახში იზრდებოდნენ ავლენდნენ უფრო მეტ გონებამახვილობას, უფრო მეტად კონცეტრაციისა და შემეცნების უნარებს.

„ასეთ ბავშვებს აქვთ უნარი მარტივად გადაჭრან სხვადასხვა, მათი ასაკითვის შესაბამისი პრობლემები, უფრო მარტივად ადაპტირდებიან გარესამყაროსთან“, - ამბობს მკვლევარი, პატრიცია კული.

რაც უფრო ადრეულ ასაკში დააწყებინებთ ბავშვს უცხო ენის სწავლას, მით უფრო ჭკვიანი იქნება ის

კიდევ ერთმა თანამედროვე კვლევამ აღნიშნული შეხედულება დაადასტურა და უფრო გაამყარა. კვლევის მიხედვით თუ მშობლებმა ორი ენა მაინც იციან და ბავშვს ორივე ენაზე ესაუბრებიან, ანალოგიურ შედეგს იღებენ - ბავშვი უფრო ჭკვიანია და უკეთ შემეცნება შეუძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბავშვები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სკოლაში, უფრო ბედნიერები არიან და მათთვის სწავლის პროცესი უფრო მარტივდება. მკვლევართა მტკიცებით, თუ ადამიანი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს მეორე ენას, მას აღარ უვითარდება გონერივი დაავადებები, მაგ: ალცჰეიმერის დაავადება.

გთავაზობთ მკვლევართა რჩევებს, როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე მეორე ენა:

რაც უფრო ადრეულ ასაკში დააწყებინებთ ბავშვს უცხო ენის სწავლას, მით უფრო ჭკვიანი იქნება ის

1. თუ მშობლებიდან რომელიმემ მაინც იცით უცხო ენა, ერთი მშობელი ერთ ენაზე, ხოლო მეორე, სხვა ენაზე ესაუბროს მას.

2. თუ არ იცით მეორე ენა, არ იდარდოთ. შეგიძლიათ საუბრის გარეშე, უბრალოდ რომელიმე უცხო ენის სიტყვები ასწავლოთ თქვენს შვილს ყოველდღიურად, ან აყურებინეთ საბავშვო გადაცემას, რომელიც რომელიმე სხვა ენაზე იქნება. ამ მეთოდითაც აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.

3. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ეცადეთ ბავშვი უფრო ხშირად გყავდეთ ისეთ გარემოში, სადაც ადამიანები უცხო ენაზე საუბრობენ.

დარწმუნებული იყავით, რომ ამ შემთხვევაში თქვენი შვილის შემეცნების შესაძლებლობები გაცილებით გაიზრდება.



<em><a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a></em>