შემოდგომის რიტუალები - 3 რამ, რაც სიყვარულის, სიმდიდრისა და წარმატების მისაზიდად უნდა გააკეთოთ
- 08.10.2018
სეზონური ცვლილებები ადამიანზე სხვადასხვა კუთხით მოქმედებს. ამინდის, ტემპერატურის, სამყაროს ფერების ცვლილება ცვლის ჩვენს განწყობას, დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებისადმი. იმისთვის, რომ სამყაროსგან დადებითი ენერგია მივიღოთ და სასიამოვნოდ დავიმუხტოთ, აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ, რომ სამყაროსგან მიიღოთ ახალი შესაძლებლობები და უფრო მკაფიოდ დაინახოთ წარმატების მიღწევის გზა.
იმისთვის, რომ იპოვოთ ბალანსი, მოიზიდოთ სიმდიდრე და წარმატება, საჭიროა გაწმინდოთ აურა უარყოფითი მუხტისგან ყველა იმ ნეგატივისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სეზონურ ცვლილებებს მოაქვს.
ვნახოთ შემოდგომის სამი მთავარი რიტუალი, რომელიც სიყვარულის, სიმდიდრისა და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
1. იმისთვის, რომ წარმატება მოიზიდოთ:
დაგჭირდებათ ყვითელი სანთელი, რაიმე კრისტალი, თქვენი სურვილისამებრ, კალამი და ფურცელი - აანთეთ სანთელი, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ, მაქსიმალურადკონცენტრირდით. როცა ჩათვლით, რომ მზად ხართ, დაიდეთ კრისტალი წინ და დაიწყეთ წერა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება. აღწერეთ ის მაქსიმალურად კარგად. ისე წერეთ, რომ თითქოს თქვენი წარმატება თქვენს წინაშეა.
ასევე, შეგიძლიათ დახატოთ ის, თუ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება. როცა ამას დაამთავრებთ, გაიმეორთ სიტყვები: „მნიშვნელობა არ აქვს უსამართლობას, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა, მე ყოველთვის სავსე ვიქნები კეთილდღეობით“.
ამის შემდეგ წარმოდგინეთ თქვენი სურვილები, ეცადეთ ვიზუალურად დაინახოთ თქვენი წარმატება. იგრძნოთ ის, თუ როგორი იქნებით როცა სასურველს მიაღწევთ. შეინახეთ თქვენი ფურცელი დაცულ, უსაფრთხო ადგილას, ხოლო კრისტალი შეინახეთ თქვენს სიახლოვეს, შეგიძლიათ ატაროთ საფულით, ჩანთით, ყოველთვის ახლოს გქონდეთ იმისთვის, რომ წარმატება მიიზიდოთ.
2. თუ გამდიდრებაზე ოცნებობთ, გინდათ, რომ თქვენი შემოსავალი გაიზარდოს და სიმდიდრე მოიზიდოთ, მაშინ ქვემოთ მოცემული რიტუალი უნდა შეასრულოთ.
დაგჭირდებათ მწვანე სანთელი, კრისტალი, რომელიც თქვენ მოგწონთ და ფულის ერთი მონეტა - აანთეთ მწვანე სანთელი. სანთლის ერთ მხარეს დადეთ კრისტალი, მეორე მხარეს კი ფულის მონეტა. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ მოედინება ფული თქვენკენ, წარმოიდგინეთ ის, თუ რას ნიშნავს სიმდიდრე თქვენთვის. იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებდით ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეთ.
შემდეგ წარმოთქვით სიტყვები: „სიმდიდრე მიმყვება ყველგან, სადაც კი მივდივარ, სამყარო მავსებს კეთილდღეობით და ზრუნავს ჩემზე, მოაქვს ჩემთან ფულის მდინარეები“.
მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას დაიჯეროთ ის, რასაც ამბობთ. დაელოდეთ სანთელს, სანამ ის ბოლომდე არ ჩაიწვება. შეინახეთ ფულის მონეტა საფულეში და ასევე ყოველთვის სიახლოვეს გქონდეთ კრისტალიც, რათა მან სიმდიდრე მიიზიდოს.
3. გინდათ რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ნამდვილი სიყვარული და შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გაატარებთ? მაშინ შემოდგომის ეს რიტუალი თქვენთვისაა:
დაგჭირდებათ ვარდისფერი სანთელი, ვარდისფერი კვარცი, ან ნებისმიერი კრისტალი, რომელიც მოგწონთ, აბაზანის მარილი, ლავანდის, ან ვარდის ეთერზეთი.
აანთეთ ვარდისფერი სანთელი. მომზადეთ აბაზანა - ჩაყარეთ მასში აბაზანის მარილი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და ამავდროულად იფიქრეთ სიყვარულზე. ჩაწექით კომფორტულად აბაზანაში და დადეთ ვარდისფერი კვარცი ისეთ ადგილას თქვენს გულთან ახლოს რომ იყოს.
წარმოიდგინეთ, როგორ მოცურავს სიყვარული თქვენი გულისკენ და გავსებთ ვარდისფერი,თბილი შუქით. წარმოიდგინეთ ის, რასაც ნიშნავს თქვენთვის სიყვარული. მიეცით გულს საშუალება რომ სიყვარული ვიბრაციები იგრძნოს. როცა რიტუალს დაამთავრებთ, ვარდისფერი კვარცი თქვენს სიახლოვეს შეინახეთ იმისთვის რომ ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოთ სიყვარული მიიზიდოთ.
თემები: დეპრესია, დანაზოგი, ფული, მდიდარი, შემოდგომა, რიტუალი, მოზიდვა
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>