სტილი

H&M Morris & Co-სთან ერთიანდება და საკულტო პრინტებით შთაგონებულ საშემოდგომო კოლექციას ქმნის

H&M Morris & Co-სთან ერთიანდება და საკულტო პრინტებით შთაგონებულ საშემოდგომო კოლექციას ქმნის

საშემოდგომოდ H&M Morris & Co-სთან გაერთიანდა. ეს არის ინტერიერის ბრიტანული ბრენდი, რომელიც 1861 წელს Arts & Crafts მოძრაობის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიზაინერმა დააფუძნა.

ყველასათვის ნაცნობი პრინტებით გაწყობილი კოლექცია, რომელიც აერთიანებს რომანტიკულ და კლასიკურ სილუეტებს ხელმისაწვდომი იქნება H&M-ის მაღაზიებში 11 ოქტომბრიდან.

H&M Morris & Co-სთან ერთიანდება და საკულტო პრინტებით შთაგონებულ საშემოდგომო კოლექციას ქმნის

„Morris & Co-ის პრინტები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობენ. გარდა იმისა, რომ უილიამ მორისის სახელი Arts and Crafts მოძრაობის სინონიმად აღიქმება, ის ასევე დახვეწილი დიზაინის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ამ საკულტო ბრიტანულ ბრენდთან თანამშრომლობა და ამ მოდელების ჩვენს მომხმარებელთან გაზიარება,“ - ამბობს პერნილა უოლფარტი, H&M-ის დიზაინის ხელმძღვანელი.

უზარმაზარი არქივით შთაგონებულ კოლექციაში გამოყენებულია Morris & Co-ის საკულტო პრინტები, რომლებიც ხშირად ჰპოვებენ გამოყენებას შპალერსა თუ ინტერიერის დიზაინში. კოლექციაში აღმოაჩენთ როგორც კლასიკურ პალტოებს, პიჯაკებსა და შარვლებს, ასევე რომანტიკულ კაბებსა და კომფორტულ ნაქსოვ სამოსს.

H&M Morris & Co-სთან ერთიანდება და საკულტო პრინტებით შთაგონებულ საშემოდგომო კოლექციას ქმნის

„როგორც უილიამ მორისის კომპანიის მეურვეები, ჩვენ ვაგრძელებთ მის საქმიანობას და ვქმნით საინტერესო ხელნაკეთ ქსოვილებსა შპალერს, რისთვისაც შთაგონებას ჩვენი მდიდარი არქივიდან ვიღებთ.

ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ ჩვენი საკულტო პრინტების აქტუალობა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა H&M-თან მუშაობა, რადგან საშუალება გვეძლევა ჩვენი ქმნილებები მოდის სამყაროში ახალ აუდიტორიას გავაცნოთ,“ - ამბობს კლერ ვალისი, Morris & Co-ის კრეატიული დირექტორი.

ფოტოების სანახავდ ეწვიეთ ფოტოგალერიას.